ვოლოდიმირ ზელენსკი - რუსებმა ოდესის ოლქში სამგზავრო მატარებლის ლოკომოტივს დაარტყეს - მატარებელში 340 ადამიანი იმყოფებოდა, სამწუხაროდ,მემანქანე და მისი თანაშემწე დაიღუპნენ

რუსებმა ოდესის ოლქში სამგზავრო მატარებლის ლოკომოტივს დაარტყეს, - ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ავრცელებს.

უკრაინის პრეზიდენტის ცნობით, რუსულმა ძალებმა თავდასხმის დროს რეაქტიული დრონი გამოიყენეს.

„მატარებელში 340 ადამიანი იმყოფებოდა. სამწუხაროდ, ჩვენთვის ცნობილია, რომ მემანქანე და მისი თანაშემწე დაიღუპნენ“, - წერს ზელენსკი X-ზე.

ასევე, ზელენსკის თქმით, გასულ ღამეს რუსულმა ძალებმა უკრაინის 11 ოლქს 130-ზე მეტი დრონით შეუტიეს.

„ყოველდღე, რუსები ადამიანების ცხოვრებაზე დარტყმას ტერორის მიზნით ახორციელებენ. სამწუხაროდ, ყველა მსგავს თავდასხმას მსოფლიოს მხრიდან მკაცრი პასუხი არ მოჰყვება. თუ მსოფლიო ევროპაში ამ ომის დასრულების მიმართ სერიოზულად არის განწყობილი, მაშინ ამისთვის მეტი საჰაერო თავდაცვა და რუსეთზე მეტი ზეწოლაა საჭირო“, - აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში