ლევან სამუშია - ვინ არის აფხაზეთისთვის საწვავის მიმწოდებელი? არ კმარა მხოლოდ კობახიძის პასუხი, რომ მათ „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების“ შესახებ კანონის შესაბამისად იმოქმედეს - კითხვებს უნდა გაეცეთ პასუხები!

ვინ არის საწვავის მიმწოდებელი? არ კმარა მხოლოდ კობახიძის პასუხი, იმასთან დაკავშირებით, რომ მათ საქართველოს ოკუპაციის შესახებ კანონის შესაბამისად იმოქმედეს, - ამის შესახებ „ძლიერი საქართველო - ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან სამუშიამ განაცხადა, რითაც „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მხრიდან იმ ფაქტის დადასტურებას გამოეხმაურა, რომ ქართულმა ბიზნესმა აფხაზეთში საწვავი შეიტანა.

მისივე თქმით, „ქართული ოცნების“ წევრებს აქვთ კორუფციული მადა და ამაზე მათი მაღალჩინოსნების ბრალდებები მეტყველებს, ამიტომაც აუცილებელია არსებულ კითხვებს გაეცეთ დეტალური პასუხები.

„აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით არსებობს კითხვები და ამ კითხვებს აუცილებლად უნდა გაეცეს პასუხი. არ კმარა მხოლოდ კობახიძის პასუხი იმასთან დაკავშირებით, რომ მათ საქართველოს ოკუპაციის შესახებ კანონის შესაბამისად იმოქმედეს. ჩვენ მათი კორუფციული მადა ვიცით. „ქართული ოცნება“ რომ კორუფციაში იხრჩობა, ამაზე მეტყველებს ყოფილი მაღალჩინოსნების ბრალდებები და მსჯავრდებები, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით. აქ უნდა დაისვას კითხვები, პირველ რიგში, ვინ არის საწვავის მიმწოდებელი, ანუ წარმომავლობა საწვავის და ვინ არის მიმღები. კითხვებზე შესაბამისი პასუხი უნდა იყოს გაცემული. იქნა თუ არა საქართველოს ოკუპაციის შესახებ კანონის შესაბამისად აღნიშნული ქმედება განხორციელებული? აღნიშნული ქმედების განხორციელებისას დაცულია თუ არა საქართველოს ეროვნული ინტერესი?“ - განაცხადა ლევან სამუშიამ.

ცნობისთვის, მედიაში ვრცელდებოდა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ აფხაზეთში საწვავზე შექმნილი კრიზისის ფონზე, საწვავი საქართველოს კონტროლირებადი ტერიტორიიდან შევიდა. გუშინ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ეს ინფორმაცია დაადასტურა, თუმცა დააკონკრეტა, რომ საწვავი არა ხელისუფლებამ, არამედ ბიზნესმა კანონის დაცვით შეიტანა.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში