მიხეილ სააკაშვილი - „გეორგიევსკის ტრაქტატმა“ ბოლო მოუღო ქართულ სახელმწიფოებრიობას და მისი მოხმობით ამზადებენ სიმწრით შექმნილი დღევანდელი ქართული სახელმწიფოს გაუქმებას  - „ქოცხროვა“ ამზადებს დიდ ღალატს

„გეორგიევსკის ტრაქტატის“, (რომელმაც ბოლო მოუღო ქართულ სახელმწიფოებრიობას) მოხმობით ამზადებენ სიმწრით შექმნილი დღევანდელი ქართული სახელმწიფოს გაუქმებას - ყველა პატრიოტი ერთად უნდა დადგეს, შევქმნათ საერთო ეროვნული გადარჩენის ტალღა და წავლეკოთ ესენი,- ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

როგორც სააკაშვილი აღნიშნავს, საქართველოს განადგურების დამამთავრებელ ეტაპზე არიან გადასულები.

„იმ ფონზე, როცა უკრაინამ ძალიან წარმატებული დარტყმა განახორციელა ნოვოსიბირსკის სამხედრო პორტზე - 4 გემია სერიოზული დაზიანებით (იმედია იმავეს გააკეთებს ოჩამჩირის და გუდაუთის ბაზის მისამართით) და ასევე იმ ფონზე, რომ ივანიშვილი აფხაზეთის გავლით ბენზინს აწვდის რუსეთს, „ქოცხროვა“ აშკარად ამზადებს ძალიან დიდ ღალატს.

„გეორგიევსკის ტრაქტატის“, რომელმაც ბოლო მოუღო ქართულ სახელმწიფოებრიობას, მოხმობით ამზადებენ სიმწრით შექმნილი დღევანდელი ქართული სახელმწიფოს გაუქმებას.

ამ სიტუაციაში საერთოდ არანაირი მნიშვნელობა არ აქვს პარტიულ კუთვნილებას ან პოლიტიკურ და პიროვნულ განსხვავებებს - ყველა პატრიოტი ერთად უნდა დადგეს, უნდა შევქმნათ საერთო ეროვნული გადარჩენის ტალღა და წავლეკოთ ესენი, თუ არადა ისინი უკვე საქართველოს განადგურების დამამთავრებელ ეტაპზე არიან გადასულები და შემდეგ, ზოგმა უსამშობლოდ დარჩენილმა ემიგრაციაში, ზოგმა კი ციხეში ვარკვიოთ ერთმანეთთან ურთიერთობები და ვიძახოთ - „შენ რომ მაშინ ეს არ გააკეთე, შენ რომ ესე თქვი“ და სხვა უშინაარსო გარჩევები ვაწარმოოთ“, - წერს სააკაშვილი.

ინფორმაციისთვის, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გუშინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ როდესაც ერეკლე მეორემ “გეორგიევსკის ტრაქტატს” ხელი მოაწერა, ამ დოკუმენტმა ჩვენი სახელმწიფოს და ქვეყნის გადარჩენაში უმნიშვნელოვანესი როლი შეასრულა, მანამ სანამ ერეკლე მეორე ცოცხალი იყო, შეთანხმება სრულდებოდა. კობახიძის აზრით, აღნიშნულმა შეთანხმებამ ქვეყანა გადაარჩინა, რაც აპრიორი იმას ნიშნავს, რომ ერეკლე მეორის მიერ გადადგმული ნაბიჯი ბრძნული და უალტერნატივო იყო.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში