იაპონიის პრემიერ-მინისტრი - ვლადიმერ პუტინის კურილის კუნძულ იტურუპზე ვიზიტს მკაცრად ვაპროტესტებთ - ჩრდილოეთის ტერიტორიები იაპონიის განუყოფელი ნაწილია და ეს ვიზიტი იაპონელი ხალხის გრძნობებს ტკივილს აყენებს

ვლადიმერ პუტინის კუნძულ იტურუპზე ვიზიტს მკაცრად ვაპროტესტებთ, - ამის შესახებ იაპონიის პრემიერ-მინისტრმა სანაე ტაკაიჩიმ განაცხადა.

სანაე ტაკაიჩი რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის კურილის კუნძულ იტურუპზე ვიზიტს გამოეხმაურა, რომელიც იაპონიასა და რუსეთს შორის ტერიტორიული დავის საგანია.

„მივიღეთ ინფორმაცია, რომ რუსეთის პრეზიდენტი პუტინი კუნძულ იტურუპს ეწვია. მას შემდეგ, რაც 2024 წლის იანვარში პრეზიდენტმა პუტინმა განაცხადა, რომ ჩრდილოეთის კუნძულებზე ვიზიტს გეგმავდა, იაპონიის მთავრობამ რუსულ მხარეს არაერთხელ მოუწოდა, რომ ეს ვიზიტი არ შემდგარიყო“, - განაცხადა სანაეი ტაკაიჩიმ.

მისი თქმით, „რუსეთის პრეზიდენტის კუნძულ იტურუპზე ვიზიტი ჩრდილოეთის კუნძულებთან დაკავშირებით იაპონიის თანმიმდევრულ პოზიციასთან შეუთავსებელია“.

„ჩრდილოეთის ტერიტორიები, როგორც ისტორიულად, ისე საერთაშორისო სამართლის მიხედვით, იაპონიის განუყოფელი ნაწილია. ეს ვიზიტი იაპონელი ხალხის გრძნობებს ტკივილს აყენებს და სრულიად მიუღებელია. რუსეთის მიერ უკრაინაში აგრესიის გამო, იაპონია-რუსეთის ურთიერთობების მძიმე მდგომარეობის მიუხედავად, იაპონია ძალისხმევას არ იშურებდა, თუმცა უნდა ითქვას, რომ ამ ვიზიტმა იაპონიაში რუსეთის მიმართ განწყობა კიდევ უფრო გაამწვავა და საშუალო თუ გრძელვადიან პერსპექტივაში ურთიერთობების აღდგენა გაართულა. ვიმედოვნებთ, რომ რუსეთი ამ საკითხის მნიშვნელობას სერიოზულად მოეკიდება“, - აღნიშნა იაპონიის პრემიერ-მინისტრმა.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში