ვახტანგ ცინცაძე - ივლისის თვეში ექსპორტის რეკორდული მაჩვენებელი ფიქსირდება - 30%-იანი ზრდა გვაქვს - იზრდება ადგილობრივი წარმოება, ექსპორტი, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველოში წარმოებული პროდუქცია კონკურენტუნარიანია

ივლისის თვეში ექსპორტის რეკორდული მაჩვენებლები ფიქსირდება, კერძოდ, 30%-იანი ზრდა გვაქვს და ექსპორტის მაჩვენებელი 792 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ვახტანგ ცინცაძემ გასული თვის ექსპორტის მაჩვენებლების შეფასებისას განაცხადა.

მისივე თქმით, ასევე რეკორდულია იანვარი-ივლისის ექსპორტის მაჩვენებლები, რაც, ფაქტობრივად, 4.7 მილიარდ აშშ დოლარს უტოლდება.

„რა თქმა უნდა, აღნიშნული შედეგები კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოს მთავრობის სწორ პოლიტიკას, რომელიც მიმართულია ადგილობრივი მეწარმეობის ხელშეწყობაზე. ჩვენ ვხედავთ იმ შედეგებს, რაც ქვეყანაში ადგილობრივი წარმოების განვითარებით იქმნება - იზრდება ადგილობრივი წარმოება, იზრდება ექსპორტი, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველოში წარმოებული პროდუქცია კონკურენტუნარიანია არა მხოლოდ ადგილობრივ, არამედ საერთაშორისო ბაზრებზეც“, - აღნიშნა ვახტანგ ცინცაძემ.

2026 წლის ივლისში ასევე რეკორდული მაჩვენებლები დაფიქსირდა სავაჭრო ბრუნვის კუთხით - 2,495.4 მილიონი აშშ დოლარი, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 12.4%-ით მეტია. რაც შეეხება იანვარ-ივლისის სავაჭრო ბრუნვის მონაცემებს, ის 7.5%-ით გაიზარდა და ასევე რეკორდულ 15,517.6 მილიონ აშშ დოლარს გაუტოლდა.

ვახტანგ ცინცაძე ხაზს უსვამს, რომ არსებული პოზიტიური ტენდენციები, რაც საგარეო ვაჭრობის კუთხით ფიქსირდება, სხვადასხვა ეკონომიკურ პარამეტრებში გადაითარგმნება.

„საქართველოს აქვს ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი პირველი ექვსი თვის განმავლობაში. ჩვენი მოლოდინია, რომ აღნიშნული ტენდენციები შენარჩუნდება და გაგრძელდება მომდევნო თვეებშიც”, - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში