ელენე ხოშტარია - „ოცნებას“ ახლა ისღა დარჩა, რუსებს უთხრას, დავსჯით ყველას, ვისაც შენ არ უყვარხარო, მაგრამ არც ეს გამოუვათ - არა აქვთ კარგად საქმე არც რუსებს და არც მათ ქართულ ვერსიას

„ოცნებას“ ახლა ისღა დარჩა, რუსებს უთხრას, დავსჯით ყველას, ვისაც შენ არ უყვარხარო, მაგრამ არც ეს გამოუვათ - არა აქვთ კარგად საქმე არც რუსებს და არც მათ ქართულ ვერსიას, - ამის შესახებ პატიმრობაში მყოფი „დროას“ ლიდერი ელენე ხოშტარია აცხადებს, რომლის განცხადებაც მის „ფეისბუქის“ გვერდზე გამოქვეყნდა.

ხოშტარიას აზრით, „ოცნებას“ პუტინთან თავის მართლება უწევს, რატომ ვერ დაიმორჩილა ამდენი ხანი ხალხი“.

„ოკუპაციის ხსენების მარგინალიზებას რამდენიმე მიზეზი აქვს: ერთი, რაც პირდაპირ ზედაპირზეა - „ოცნება“ არის რუსული.

ეს ფაქტი დადასტურებულია საერთაშორისო სანქციებით და ამაზე ბევრს არ ვილაპარაკებ.

მეორე და საინტერესო არის ის, რომ „ოცნებას“ უწევს პუტინთან თავის მართლება, რატომ ამდენი ხანი ვერ დაიმორჩილა ხალხი. ესეც დადასტურებული ფაქტია: არჩევნები გააყალბა, ლეგიტიმაცია ვერ მოიპოვა; ხალხი ცემა და დაწამლა, პროტესტი ვერ გააჩერა; ევროპა მტრად გამოაცხადა, მაინც ფრიალებს ევროპული დროშა საქართველოში.

ეხლა ისღა დარჩა, უთხრას რუსებს, დავსჯით ყველას, ვისაც შენ არ უყვარხარო, მაგრამ არც ეს გამოუვათ. არა აქვთ კარგად საქმე არც რუსებს და არც მათ ქართულ ვერსიას. მათი მარცხი გარდაუვალია. ასეთია ისტორიული ლოგიკა და ამაზე მეტყველებს ყველაფერი. ჩვენ უნდა გამოვიჩინოთ გამძლეობა, წინააღმდეგობა და ეს ორი წარმავალი რეჟიმი აუცილებლად დასრულდება.

რუსეთი ოკუპანტია, რუსეთი მოღალატეა.

ბოლომდე!“, - წერს ელენე ხოშტარია.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში