ხაშურში, ავტობანზე მიკროავტობუსისა და მსუბუქი ავტომობილის შეჯახების შედეგად ერთი პირი დაიღუპა.
როგორც „ინტერპრესნიუსს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლით დაიწყო, რაც სატრანსპორტო მოძრაობისას წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.