„ეიპიემ ტერმინალს ფოთმა" 2026 წლის 7 თვის მონაცემები გამოაქვეყნა: ნავსადგურში საკონტეინერო და გენერალური ტვირთის ზრდაა

„ეიპიემ ტერმინალს ფოთი" 2026 წლის პირველი შვიდი თვის შედეგებს აჯამებს. წარმოდგენილი სტატისტიკის მიხედვით, საანგარიშო პერიოდში ფოთის საზღვაო ნავსადგურში როგორც საკონტეინერო, ისე გენერალური და საბორნე ტვირთების ნაკადის მნიშვნელოვანი ზრდა დაფიქსირდა. ამის შესახებ ინფორმაციას „ეიპიემ ტერმინალს ფოთი“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, 2026 წლის 7 თვის განმავლობაში „ეიპიემ ტერმინალს ფოთში“ ჯამში 404 760 TEU კონტეინერი დამუშავდა, რაც 2025 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 7%-იან ზრდას წარმოადგენს.

„მიმდინარე წელს კონტეინერების ყველაზე დიდი რაოდენობა ივლისში დაფიქსირდა - 65 759 TEU. მანამდე რეკორდული მაჩვენებელი მაისის თვეში დაფიქსირდა (64 952 TEU).

ივლისი გამორჩეული იყო საკონტეინერო გემების სიმრავლითაც. ნავსადგურმა 42 საკონტეინერო გემი მიიღო. საერთო ჯამში, 7 თვის განმავლობაში ეიპიემ ტერმინალს ფოთმა 253 საკონტეინერო გემი მიიღო, რაც საგრძნობლად აღემატება გასული წლის 7 თვის მაჩვენებელს (210 გემი).

საგრძნობლად მზარდია გენერალური ტვირთების რაოდენობაც. 7 თვის მანძილზე ნავსადგურში 270 446 ტონა გენერალური ტვირთი დამუშავდა, რაც გასულ წელთან შედარებით შთამბეჭდავი, 60%-იანი ზრდაა.

გარდა ამისა, მაღალი დინამიკა ნარჩუნდება საბორნე გადაზიდვებშიც. წლის დასაწყისიდან დღემდე საბორნე გემებით მიღებული ტვირთის მოცულობამ 127 163 ტონა შეადგინა. შედარებისთვის, 2025 წლის ანალოგიურ პერიოდში ეს მაჩვენებელი 97 761 ტონას შეადგენდა.

წლის პირველი შვიდი თვის მონაცემები ნათლად აჩვენებს, რომ „ეიპიემ ტერმინალს ფოთი" ზრდის სტაბილურ ტემპს ინარჩუნებს. ტვირთბრუნვის, მიღებული გემების რაოდენობისა და განსაკუთრებით გენერალური და საბორნე გადაზიდვების შთამბეჭდავი მატება კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ფოთის პორტის, როგორც რეგიონული სატრანსპორტო და ლოგისტიკური ჰაბის მნიშვნელობას”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში