Reuters - უკრაინული დრონების დარტყმის შედეგად რუსეთის ქალაქ ორსკში ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ სრულად შეაჩერა მუშაობა

უკრაინული დრონების დარტყმის შედეგად რუსეთის ქალაქ ორსკში ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ სრულად შეაჩერა მუშაობა. ამის შესახებ ინფორმაციას საინფორმაციო სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

არსებული ინფორმაციით, რუსეთის ქალაქ ორსკში ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ სრულად შეაჩერა მუშაობა 11 აგვისტოს უკრაინული დარტყმის შემდეგ.

ორენბურგის ოლქის გუბერნატორის, ევგენი სოლნცევის თქმით, ნამსხვრევებმა საკვანძო ინფრასტრუქტურა დააზიანეს, რომლის შეკეთებაც ამ მომენტისთვის შეუძლებელია. ქარხნის აღჭურვილობა იმპორტირებულია, ამიტომ, სანქციების გამო, რემონტი შეიძლება 6 თვემდე გაიწელოს.

რეგიონის ხელისუფლება საწვავის სხვა რეგიონებიდან იმპორტირებისთვის ემზადება. ბენზინგასამართ სადგურებთან მოძრაობას პოლიცია და მოხალისეები არეგულირებენ.

ცნობისთვის, ორსკის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა ყაზახეთის საზღვართან მდებარეობს, მოსკოვიდან 1470 კილომეტრის მოშორებით. ქარხანას წელიწადში 6 მილიონი ტონა ნავთობის გადამუშავება და ბენზინის, დიზელისა და საავიაციო საწვავის, მაზუთისა და ბიტუმის წარმოება შეუძლია.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 28.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო