დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია დრონების იმპორტზე ტარიფებს დააწესებს

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ დრონებისა და მათი კომპონენტების იმპორტზე ტარიფებს დააწესებს, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

ტრამპის ადმინისტრაციამ განმარტა, რომ ქვეყანა „ძალიან არის დამოკიდებული“ დრონების უცხოურ წყაროებზე.

თეთრი სახლის ცნობით, ტრამპის მიერ ხელმოწერილი პროკლამაცია აწესებს 100%-იან ad valorem ტარიფს (ღირებულების მიხედვით დაწესებულ გადასახადს) გარკვეული ზომის ან გარკვეული შესაძლებლობების მქონე დრონებზე, რომლებიც ეროვნული უსაფრთხოების თვალსაზრისით განსაკუთრებით მგრძნობიარე კატეგორიას მიეკუთვნება. ამასთან, უფრო მცირე ზომის დრონებზე 25%-იანი ტარიფი დაწესდება.

თეთრი სახლის ცნობით, ევროკავშირიდან, იაპონიიდან, ლიხტენშტეინიდან, სამხრეთ კორეადან, შვეიცარიასა და ტაივანიდან იმპორტირებულ დრონებსა და მათ კომპონენტებზე 15%-იანი ტარიფი დაწესდება, გაერთიანებული სამეფოდან იმპორტირებულ დრონებზე კი - 10%-იანი. ტრამპის განმარტებით, ვაჭრობის მინისტრმა ჰოვარდ ლუტნიკმა გამოიკვლია დრონების იმპორტის შედეგები.

„მინისტრმა დაადგინა, რომ უცხოელი მწარმოებლების მიერ წარმოებული უპილოტო საჰაერო სისტემების იმპორტის წილი მნიშვნელოვნად მაღალია და რომ შეერთებული შტატები ზედმეტად არის დამოკიდებული უპილოტო საჰაერო სისტემებისა და მათი კომპონენტების უცხოურ წყაროებზე,“ - აღნიშნა ტრამპმა.

მისი თქმით, ლუტნიკმა დაადგინა, რომ გარკვეული უცხოური სუბიექტების მიერ წარმოებული დრონები და დრონების კომპონენტები უსაფრთხოებისა და დაცულობის თვალსაზრისით საფრთხეს წარმოადგენს და რომ აშშ-ის ადგილობრივი ინდუსტრია უსაფრთხოების საჭიროებების დასაკმაყოფილებლად საკმარის პროდუქციას არ აწარმოებს.

თეთრი სახლის ინფორმაციით, ტარიფები 21 დღეში ამოქმედდება. დრონების კომპონენტებისთვის კი, რომლებიც განსაკუთრებით მგრძნობიარე არ არის, ტარიფები ხელმოწერიდან 180 დღის შემდეგ ამოქმედდება.

გიორგი მელაშვილი - ომის შესახებ მეხსიერების წაბილწვა ხდება იარაღი დეკლარირებული საგარეო კურსის შესაცვლელად
ნათია ფიფია -  რეფორმები, რომელიც მთავრობამ დაანონსა, შეიძლება ითქვას, შეურიგებლად და დაჟინებით დაიწყო,  ჯერჯერობით, რაც იყო ჩაფიქრებული, ყველაფერი განხორციელდა
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 13.08.2026
პაშა ბანკს საქართველოში ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს
რატომ გახდა კრაფთ ჩანთები ასეთი პოპულარული და როგორ ამარტივებს ის ბრენდების ყოველდღიურობას?
ულტრათანამედროვე რადიოფარმაცევტული საწარმოს მშენებლობა ფინალურ ეტაპზე გადავიდა
„ცისკარი S90“ საქართველოს ანტარქტიდის პირველ კომბინირებულ ექსპედიციას იწყებს
Turbo - კრიპტოს გაცვლის ახალი გზა რეგისტრაციის გარეშე
სილქნეტმა საქართველოში პირველი Tier III სერტიფიცირებული კომერციული მონაცემთა ცენტრის მშენებლობა დაიწყო
„დიემჯი ჯგუფი” „ლაგუნა ვერეს“, აბრეშუმისა და თამბაქოს ფაბრიკების ტერიტორიის განვითარების ახალ ეტაპს იწყებს
საქართველოს ეროვნული AI ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი
საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ეროვნულმა ნაკრებმა IOAI 2026-ზე ისტორიული შედეგი აჩვენა - 7 მედალი და საპატიო სიგელი
Skillwill-ში პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირების (QA) სადიპლომო პროგრამაზე წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო
ჩუღურეთის რაიონში ხორციელდება მასშტაბური მწვანე პროექტი, რომელიც მარტივად უკავშირდება ქალაქის ცენტრს