ლატვიამ ქვეყნის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო

ნატო-ს საჰაერო თავდაცვის მისიის ფარგლებში მოქმედმა გამანადგურებლებმა ნატო-სა და ევროკავშირის წევრი ქვეყნის, ლატვიის, საჰაერო სივრცეში შეჭრილი დრონი ჩამოაგდეს, - ინფორმაციას Reuters-ი ლატვიის შეიარაღებული ძალების განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

შეიარაღებულმა ძალებმა ასევე გააუქმა საჰაერო საფრთხის შესახებ განგაში რუსეთთან ახლოს მდებარე რეგიონებისთვის. ლატვიის შეიარაღებულ ძალებს დრონის ან მისი წარმომავლობის შესახებ დეტალები ჯერ არ გაუვრცელებია.

ფინეთმა, ევროკავშირისა და ნატო-ს კიდევ ერთმა წევრმა ქვეყანამ, რომელიც ასევე ესაზღვრება რუსეთს, ფინეთის ყურის აღმოსავლეთ ნაწილში დროებით შეზღუდა ავიაციისა და საზღვაო მიმოსვლის ზონები. ქვეყნის თავდაცვის ძალების განმარტებით, აღნიშნული ქმედება შესაძლო დრონებისგან თავის დასაცავად პრევენციული ზომის სახით განხორციელდა.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 28.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო