აბას არაღჩი - ჩინეთსა და ირანს, აშშ-ის ბლოკადის გამო, უფრო კრეატიული გზების მოძიება უწევთ

ჩინეთსა და ირანს აშშ-ის ბლოკადის გამო, უფრო კრეატიული გზების მოძიება უწევთ და ისინი სულ უფრო მეტად ეყრდნობიან საჰაერო და სარკინიგზო ტრანსპორტს, - ამის შესახებ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი, აბას არაღჩი სოციალურ ქსელში წერს.

მისი განცხადებით, საზღვაო გზებზე წვდომის შეზღუდვის გამო, ჩინეთიდან საქონლის გატანისა და ქვეყანაში მისი შეტანისთვის ყურადღება საჰაერო სატვირთო გადაზიდვებსა და სახმელეთო სარკინიგზო დერეფნებზე (ყაზახეთისა და თურქმენეთის გავლით) გადავიდა.

„ჩინეთი ირანის ნედლი ნავთობის მთლიანი ექსპორტის დაახლოებით 90%-ს ყიდულობს, ხოლო პეკინი კი თეირანის მთავარი სავაჭრო პარტნიორია“, - წერს ირანის საგარეო უწყების ხელმძღვანელი.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 28.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო