უკრაინული მედია - რუსეთში, ლენინგრადის ოლქის უსტ-ლუგას პორტსა და მოსკოვზე დრონებით იერიში განხორციელდა

ლენინგრადის ოლქში, უსტ-ლუგას პორტზე და მოსკოვზე დრონებით იერიში განხორციელდა, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

13-14 აგვისტოს ღამით, დრონების შეტევის შედეგად, რუსეთის ლენინგრადის ოლქის უსტ-ლუგას პორტში ხანძარი გაჩნდა.

„მიყენებული ზიანის შედეგად უსტ-ლუგას პორტში ხანძარი გაჩნდა. მეხანძრეებმა მისი ჩაქრობა დაიწყეს. საბრძოლო მოქმედებები გრძელდება,’’ - დაწერა ლენინგრადის ოლქის გუბერნატორმა ალექსანდრ დროზდენკომ Telegram-ზე.

რუსული მხარის ინფორმაციით, საჰაერო თავდაცვის ძალებმა 51 დრონის ჩამოგდება შეძლეს. რუსეთის ხელისუფლების ცნობით, დრონებით თავდასხმა განხორციელდა მოსკოვშიც.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 28.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო