აფხაზეთის ა/რ მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე - მაქვს ინფორმაცია, რომ გია ბარამიძეს შესთავაზეს, მისი ინტერვიუ არ გაეშვათ, თუმცა მოღალატეობრივი განცხადებების გავრცელება მისი ნებით მოხდა

გია ბარამიძის სამარცხვინო განცხადება ქვეყნის საზიანოდ იყო მიმართული - ეს არის უცხოური აგენტურის ფაქტობრივი გამოვლინება, რაც საზოგადოების თითოეულმა წევრმა დაინახა, - ამის შესახებ ჟურნალისტებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ გიორგი ჯინჭარაძემ განუცხადა.

ჯინჭარაძის თქმით, აქვს ინფორმაცია, რომ “მას შესთავაზეს, რომ შესაძლებელი იყო, აღნიშნული სიუჟეტი არ გაეშვათ, თუმცა ამ მოღალატეობრივი განცხადებების გავრცელება მისი ნებით მოხდა“.

“ეს არის ჩვენი და არა მარტო ჩვენი შეურაცხყოფა - პირველ რიგში, იმ ადამიანების შეურაცხყოფა, რომელთა სახელები დღეს ამ დაფაზეა [საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალი] ამოტვიფრული. როდესაც ადამიანი ასეთ განცხადებას აკეთებს, შეუძლებელია ქვეყანა გიყვარდეს და ქვეყანაზე ფიქრობდე“, - განაცხადა გიორგი ჯინჭარაძემ.

რაც შეეხება აფხაზეთის ომის დაწყებიდან 34 წლის გასვლას, მისი თქმით, "პრაგმატული სამშვიდობო პოლიტიკის საფუძველზე აუცილებლად აღსრულდება ის იდეა და მისია, რასაც ამ ადამიანებმა თავი მიუძღვნეს".

“დღეს ჩვენ პატივს მივაგებთ გმირებს, სამხედროებს, სამოქალაქო პირებს, ვინც ჩვენი საქართველოს გამო თავი გასწირეს და მოგვცეს მაგალითი, თუ როგორ უნდა გვიყვარდეს ქვეყანა და როგორ უნდა ემსახურო მას. მათი სახელი მარადიულია და კიდევ ბევრ თაობას გადაეცემა ღირსეულად“, - განაცხადა გიორგი ჯინჭარაძემ.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 28.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო