ლიეტუვის თავდაცვის უწყება - ლიეტუვაში დისლოცირებულმა ნატო-ს გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში შეჭრილი დრონი ჩამოაგდო

დღეს დილით, ლიეტუვაში დისლოცირებულმა ნატო-ს გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში შეჭრილი დრონი ჩამოაგდო, - ამის შესახებ ინფორმაციას ლიეტუვის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

„ჩვენს ნატო-ელ მოკავშირეებთან ერთად, ვიცავთ ჩვენი რეგიონის უსაფრთხოებას და მზად ვართ, ვუპასუხოთ ახალ საფრთხეებს“, - აღნიშნულია განცხადებაში.

შეგახსენებთ, ლატვიის შეიარაღებულმა ძალებმა დღეს დილით გაავრცელა ინფორმაცია, რომ ნატო-ს საჰაერო თავდაცვის მისიის ფარგლებში მოქმედმა გამანადგურებლებმა ნატო-სა და ევროკავშირის წევრი ქვეყნის, ლატვიის, საჰაერო სივრცეში შეჭრილი დრონი ჩამოაგდეს. ლატვიის შეიარაღებულ ძალებს დრონის ან მისი წარმომავლობის შესახებ დეტალები ჯერ არ გაუვრცელებია.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 28.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო