ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრ ულან ნიაზბეკოვს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული შეხვედრაზე საუბარი იყო ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების შემდგომი განვითარებისთვის მაღალი დონის ვიზიტების მნიშვნელობაზე.

“შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საქართველოსა და ყირგიზეთს შორის არსებულ თანამშრომლობასა და ორმხრივი ურთიერთობების შემდგომი განვითარებისთვის მაღალი დონის ვიზიტების მნიშვნელობაზე. აღინიშნა, რომ პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ყირგიზეთში ვიზიტის დროს გაფორმებული დოკუმენტები სხვადასხვა სფეროში პარტნიორობის გაღრმავებისათვის მნიშვნელოვან საფუძველს ქმნის.

საუბარი შეეხო უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის საკითხებს როგორც ორმხრივ, ისე რეგიონულ ჭრილში.

პრემიერ-მინისტრმა ულან ნიაზბეკოვს მადლობა გადაუხადა ყირგიზეთის რესპუბლიკის მიერ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

შეხვედრას საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი სულხან თამაზაშვილი დაესწრო”, - ნათქვამია განცხადებაში.

გიორგი მელაშვილი - ომის შესახებ მეხსიერების წაბილწვა ხდება იარაღი დეკლარირებული საგარეო კურსის შესაცვლელად
ნათია ფიფია -  რეფორმები, რომელიც მთავრობამ დაანონსა, შეიძლება ითქვას, შეურიგებლად და დაჟინებით დაიწყო,  ჯერჯერობით, რაც იყო ჩაფიქრებული, ყველაფერი განხორციელდა
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 13.08.2026
პაშა ბანკს საქართველოში ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს
რატომ გახდა კრაფთ ჩანთები ასეთი პოპულარული და როგორ ამარტივებს ის ბრენდების ყოველდღიურობას?
ულტრათანამედროვე რადიოფარმაცევტული საწარმოს მშენებლობა ფინალურ ეტაპზე გადავიდა
„ცისკარი S90“ საქართველოს ანტარქტიდის პირველ კომბინირებულ ექსპედიციას იწყებს
Turbo - კრიპტოს გაცვლის ახალი გზა რეგისტრაციის გარეშე
სილქნეტმა საქართველოში პირველი Tier III სერტიფიცირებული კომერციული მონაცემთა ცენტრის მშენებლობა დაიწყო
„დიემჯი ჯგუფი” „ლაგუნა ვერეს“, აბრეშუმისა და თამბაქოს ფაბრიკების ტერიტორიის განვითარების ახალ ეტაპს იწყებს
საქართველოს ეროვნული AI ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი
საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ეროვნულმა ნაკრებმა IOAI 2026-ზე ისტორიული შედეგი აჩვენა - 7 მედალი და საპატიო სიგელი
Skillwill-ში პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირების (QA) სადიპლომო პროგრამაზე წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო
ჩუღურეთის რაიონში ხორციელდება მასშტაბური მწვანე პროექტი, რომელიც მარტივად უკავშირდება ქალაქის ცენტრს