ნატო ლატვიაში დრონის ჩამოგდებაზე - ნატო მზად არის 24/7 რეჟიმში უპასუხოს ნებისმიერ პოტენციურ საფრთხეს, რათა დაიცვას ჩვენი ტერიტორია და მოსახლეობა

ნატო უზრუნველყოფს ჩვენი საჰაერო სივრცის დაცვას. დღეს დილით ვიხილეთ, როგორ აფრინდნენ ლიეტუვაში ბაზირებული იტალიური Eurofighter-ები და ესტონეთიდან თურქული F-16-ები. ერთ-ერთმა Eurofighter-მა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო, - ამის შესახებ ნატო-ს პრესსპიკერი ელისონ ჰარტი სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში წერს.

მისივე ინფორმაციით, გუშინ რუმინული F-16-ები და ესპანური F-18-ები აფრინდნენ მას შემდეგ, რაც უკრაინის საზღვართან, რუმინეთის საჰაერო სივრცეში, დრონები შევიდნენ.

„ნატო ყოველდღიურად მზად არის და აქვს შესაძლებლობა, 24/7 რეჟიმში უპასუხოს ნებისმიერ პოტენციურ საფრთხეს, რათა დაიცვას ჩვენი ტერიტორია და ჩვენი მოსახლეობა“, - აღნიშნულია განცხადებაში.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 28.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო