ნიკა გვარამია - საქართველოს დამაქცევარ ივანიშვილის რეჟიმს მინდა ვკითხო: ვინ დაიწყო ომი 1992 წელს აფხაზეთში? შემთხვევით ესეც ჩვენ ხომ არ ვიყავით?! რაც შეეხება საწვავს, ვის აქვს გარანტია, რომ აფხაზეთში შეტანილი ბენზინი რუსეთის სამხედრო მანქანებში არ ჩაისხმება?

ბოლო დღეებში განვითარებული მოვლენების კვალდაკვალ, მინდა საქართველოს დამაქცევარ და ხელისუფლების მიმთვისებელ ივანიშვილის რეჟიმს ვკითხო - ვინ დაიწყო ომი 1992 წელს აფხაზეთში? შემთხვევით ესეც ჩვენ ხომ არ ვიყავით?! - ეს განცხადება “კოალიცია ცვლილებებისთვის“ ლიდერმა ნიკა გვარამიამ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალთან გააკეთა.

გვარამიამ აღნიშნა ისიც, რომ ადგილი აქვს ისტორიის გადაწერას და მისი კითხვები მხოლოდ რიტორიკულია.

გვარამიამ დღეს განაცხადა ისიც, რომ ტერიტორიების დაბრუნების ერთადერთი, მშვიდობიანი გზა ევროკავშირის წევრობა და აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დაინტერესებაა, რომ ერთიანი, ძლიერი, თავისუფალი და მდიდარი სახელმწიფოს ნაწილი გახდნენ.

მან “ქართულ ოცნებას“ “მოღალატე“ უწოდა.

“დღეს აფხაზეთში ომის დაწყების დღეა! ვინ დაიწყო ომი 1992 წელს აფხაზეთში? შემთხვევით ესეც ჩვენ ხომ არ ვიყავით?! ვინ დაარღვია ცეცხლის შეწყვეტის ყველა შეთანხმება, მათ შორის სწავლის დაწყების შემდეგ? გაგრაში ვინ შევიდა, ვინ დახოცა ხალხი და ვინ ითამაშა ქართველების თავებით ფეხბურთი გაგრის სტადიონზე? - ეს მითოლოგია არ არის, ეს ნამდვილი ამბავია! ვინ მოახდინა ეთნიკური წმენდა აფხაზეთში? - შემთხვევით ეს ჩვენ ხომ არ ვართ?! უკვე ათწლეულებია, რაც იქიდან ქართველები ვართ გამოყრილი, დახოცილი, სახლ-კარ წართმეულები. რასაც დღეს ვიტანთ, რომ ომი საქართველომ დაიწყო 2008 წელს, რომ თურმე რუსეთისთვის საქართველოს მითვისების საფუძველი - “გეორგიევსკის ტრაქტატი" კარგი ყოფილა, ამის ატანა არ შეიძლება!

მინდა ვიკითხო, ვინ შეიტანა ბენზინი საქართველოს კონსტიტუციის და კანონის დარღვევით ოკუპირებულ აფხაზეთში ანი იმ ტერიტორიაზე, რომელსაც რუსეთი აკონტროლებს? ვის აქვს გარანტია იმისა, რომ იქ სადაც რუსეთი წყვეტს ყველაფერს, ეს ბენზინი რუსეთის სამხედრო მანქანებში არ ჩაისხმება? ამ ბენზინის თითოეული წვეთი უდრის უკრაინელების დაღვრილი სისხლის თითოეულ წვეთს. ამ ბენზინის თითოეული წვეთი არის ლახვარი საქართველოს ეროვნული ინტერესების გულში. თუ ეს არის ჰუმანიტარული დახმარება აფხაზეთისთვის, რატომ არ კეთდება იმის სანაცვლოდ, რომ გალში ქართული ენის სწავლა აღდგეს, სადაც ქართველებს ქართველობას სწორედ ამ გზით აკარგვინებენ? რატომ გადის საქართველოს ელექტროენერგიის 90% აფხაზეთში? ტყუილია, რომ ეს ჰუმანიტარული მისიაა, რადგან აფხაზეთში დენის დეფიციტია და ენგურჰესის 90%-იანი გამომუშავება სამჯერ მეტია აფხაზეთის მოთხოვნაზე. სინამდვილეში დენი გადის იმიტომ, რომ ივანიშვილი, რუსები და აფხაზი კრიმინალები ერთად აკეთებენ ფულს!

ყველამ ვიცით, სად არის სიმართლე! კითხვები რიტორიკულია, თუმცა მათზე პასუხებს მაინც მოვისმენთ. მთავარი კითხვები გვაქვს ერთმანეთთან - რატომ ითმენთ ეროვნული სუვერენიტეტის ნამდვილ დაკარგვას და არა ევროკავშირის მიერ მის წართმევას, რაც არის ტყუილი. ჩვენი ტერიტორიების დაბრუნების ერთადერთი, მშვიდობიანი გზა არის ევროკავშირის წევრობა და აფხაზეთის და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დაინტერესება, რომ ერთიანი, ძლიერი, თავისუფალი და მდიდარი სახელმწიფოს ნაწილი გახდნენ.

სინამდვილეში ხელისუფლება არის მოღალატე. ის ხელისუფლებაც არ არის - არის ძალაუფლების მიმთვისებელი რეჟიმი. ეს ხელისუფლება უნდა გავუშვათ ისტორიის სანაგვეზე და რაც შეიძლება სწრაფად დავივიწყოთ კატასტროფები, რასაც აკეთებდნენ. ოღონდ ამ კატასტროფებისთვის ადამიანებმა პასუხი უნდა აგონ და რეჟიმი უნდა გასამართლდეს“, - განაცხადა ნიკა გვარამიამ.

გიორგი მელაშვილი - ომის შესახებ მეხსიერების წაბილწვა ხდება იარაღი დეკლარირებული საგარეო კურსის შესაცვლელად
ნათია ფიფია -  რეფორმები, რომელიც მთავრობამ დაანონსა, შეიძლება ითქვას, შეურიგებლად და დაჟინებით დაიწყო,  ჯერჯერობით, რაც იყო ჩაფიქრებული, ყველაფერი განხორციელდა
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 13.08.2026
პაშა ბანკს საქართველოში ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს
რატომ გახდა კრაფთ ჩანთები ასეთი პოპულარული და როგორ ამარტივებს ის ბრენდების ყოველდღიურობას?
ულტრათანამედროვე რადიოფარმაცევტული საწარმოს მშენებლობა ფინალურ ეტაპზე გადავიდა
„ცისკარი S90“ საქართველოს ანტარქტიდის პირველ კომბინირებულ ექსპედიციას იწყებს
Turbo - კრიპტოს გაცვლის ახალი გზა რეგისტრაციის გარეშე
სილქნეტმა საქართველოში პირველი Tier III სერტიფიცირებული კომერციული მონაცემთა ცენტრის მშენებლობა დაიწყო
„დიემჯი ჯგუფი” „ლაგუნა ვერეს“, აბრეშუმისა და თამბაქოს ფაბრიკების ტერიტორიის განვითარების ახალ ეტაპს იწყებს
საქართველოს ეროვნული AI ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი
საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ეროვნულმა ნაკრებმა IOAI 2026-ზე ისტორიული შედეგი აჩვენა - 7 მედალი და საპატიო სიგელი
Skillwill-ში პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირების (QA) სადიპლომო პროგრამაზე წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო
ჩუღურეთის რაიონში ხორციელდება მასშტაბური მწვანე პროექტი, რომელიც მარტივად უკავშირდება ქალაქის ცენტრს