თეიმურაზ პაპასქირი - აშკარაა, რომ „ქართული ოცნება“ მორიგი დიდი ღალატისთვის ემზადება

აშკარაა, რომ „ქართული ოცნება“ მორიგი დიდი ღალატისთვის ემზადება, რადგან ევროკავშირისთვის საქართველოს დაცილება არის სახელმწიფო ინტერესების ღალატი,- ამის შესახებ “კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრმა თეიმურაზ პაპასქირმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა საქართველოში გერმანიის ელჩის, ბარბარა ფოსის კომენტარს, რომელმაც აღნიშნა, რომ „არსებული დაძაბულობა ამძიმებს გერმანიისა და ევროკავშირის ურთიერთობას საქართველოსთან“.

მისივე თქმით, „ქართული ოცნება“ ხელისუფლების შენარჩუნების მიზნით, საქართველოს აკარგვინებს მთავარ შანსს - ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას და რუსეთისგან მომავალი საფრთხეებისგან სამუდამო განთავისუფლებას.

„აშკარაა, რომ „ქართული ოცნება“ მორიგი დიდი ღალატისთვის ემზადება, რადგან ევროკავშირისთვის საქართველოს დაცილება არის სახელმწიფო ინტერესების ღალატი. ყველაზე რეალური შესაძლებლობა, რომელიც ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის თითქმის 100%-იანი გარანტია, არის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება.

ნებისმიერი ნაბიჯი, რომელიც გადადგმულია ამის წინააღმდეგ, არის საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგო. „ქართული ოცნება“ მხოლოდ და მხოლოდ ხელისუფლების შენარჩუნების მიზნით, საქართველოს აკარგვინებს მთავარ შანსს, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას და რუსეთისგან მომავალი საფრთხეებისგან სამუდამო განთავისუფლებას“, - აღნიშნა პაპასკირმა.

ინფორმაციისთვის, საქართველოში გერმანიის ახალ ელჩად ბარბარა ფოსი დაინიშნა.

საქართველოში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საელჩომ ახლად დანიშნული ელჩის, ბარბარა ფოსის კომენტარი გაავრცელა, სადაც ის აღნიშნავს, რომ „არსებული დაძაბულობა ამძიმებს გერმანიისა და ევროკავშირის ურთიერთობას საქართველოსთან“.

„მიუხედავად ამისა, გერმანიის აქტიური მხარდაჭერა ქვეყნის დემოკრატიული და პროევროპული კურსის მიმართ უცვლელად ძლიერი რჩება”, - აცხადებს ბარბარა ფოსი.

გიორგი მელაშვილი - ომის შესახებ მეხსიერების წაბილწვა ხდება იარაღი დეკლარირებული საგარეო კურსის შესაცვლელად
ნათია ფიფია -  რეფორმები, რომელიც მთავრობამ დაანონსა, შეიძლება ითქვას, შეურიგებლად და დაჟინებით დაიწყო,  ჯერჯერობით, რაც იყო ჩაფიქრებული, ყველაფერი განხორციელდა
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 13.08.2026
პაშა ბანკს საქართველოში ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს
რატომ გახდა კრაფთ ჩანთები ასეთი პოპულარული და როგორ ამარტივებს ის ბრენდების ყოველდღიურობას?
ულტრათანამედროვე რადიოფარმაცევტული საწარმოს მშენებლობა ფინალურ ეტაპზე გადავიდა
„ცისკარი S90“ საქართველოს ანტარქტიდის პირველ კომბინირებულ ექსპედიციას იწყებს
Turbo - კრიპტოს გაცვლის ახალი გზა რეგისტრაციის გარეშე
სილქნეტმა საქართველოში პირველი Tier III სერტიფიცირებული კომერციული მონაცემთა ცენტრის მშენებლობა დაიწყო
„დიემჯი ჯგუფი” „ლაგუნა ვერეს“, აბრეშუმისა და თამბაქოს ფაბრიკების ტერიტორიის განვითარების ახალ ეტაპს იწყებს
საქართველოს ეროვნული AI ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი
საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ეროვნულმა ნაკრებმა IOAI 2026-ზე ისტორიული შედეგი აჩვენა - 7 მედალი და საპატიო სიგელი
Skillwill-ში პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირების (QA) სადიპლომო პროგრამაზე წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო
ჩუღურეთის რაიონში ხორციელდება მასშტაბური მწვანე პროექტი, რომელიც მარტივად უკავშირდება ქალაქის ცენტრს