გიორგი სიორიძე - „ქართული ოცნება“ არის რუსეთის წაგრძელებული ხელი, ხოლო ირაკლი კობახიძე რუსეთის მოლაპარაკე პირი

ომის დაწყებიდან 18 წლისთავზე „ქართული ოცნება“ ირაკლი კობახიძის პირით რუსოფობიაზე საუბრობს, როგორც საქართველოს მთავარ პრობლემაზე - ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ „ქართული ოცნება“ არის რუსეთის წაგრძელებული ხელი, ხოლო ირაკლი კობახიძე რუსეთის მოლაპარაკე პირი, - ამის შესახებ „ძლიერი საქართველო - ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი სიორიძემ განაცხადა, რითაც პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომელიც ქვეყანაში „რუსოფობიის“ პრობლემას შეეხებოდა გამოეხმაურა.

მისივე თქმით, რუსოფობიის წინააღმდეგ ბრძოლის მოტივით რუსეთის იმპერია საუკუნეების განმავლობაში აწარმოებდა დამპყრობლურ ომებს რასაც დღეს რუსეთის ფედერაცია აგრძელებს.

„ომის დაწყებიდან 18 წლისთავზე „ქართული ოცნება“ ირაკლი კობახიძის პირით რუსოფობიაზე საუბრობს, როგორც საქართველოს მთავარ პრობლემაზე. რუსოფობიაზე, რომლის წინააღმდეგ ბრძოლის მოტივითაც, რუსეთის იმპერია საუკუნეების განმავლობაში აწარმოებდა დამპყრობლურ ომებს, რასაც პუტინის რუსეთის ფაშისტური ფედერაცია დღესაც აგრძელებს. ამ ტყუილის სინამდვილედ გასაღების პროპაგანდაში, როგორც ჩანს ჩართული ყოფილა ხელოვნური ინტელექტის მეშვეობით შექმნილი „ფეისბუქის“ გვერდები. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ „ქართული ოცნება“ არის რუსეთის წაგრძელებული ხელი, ხოლო ირაკლი კობახიძე რუსეთის მოლაპარაკე პირი“, - განაცხადა გიორგი სიორიძემ.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 28.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო