მარია ზახაროვა იაპონიის პრემიერის განცხადებაზე - ტოკიო, რომელმაც კოლექტიური დასავლეთის რუსოფობიურ პოლიტიკაში თანამონაწილეობით ყველა სამართლებრივი ნორმა დაარღვია, არ არის იმ მდგომარეობაში, რომ სხვებს ლექციები წაუკითხოს

იაპონიის პრემიერ-მინისტრის, სანაე ტაკაიჩის და საგარეო საქმეთა მინისტრის, ტოშიმიცუ მოტეგის, განცხადებები რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის, იტურუპის კუნძულზე ვიზიტთან დაკავშირებით, რომელიც, კურილის ყველა კუნძულის მსგავსად, ჩვენი ქვეყნის განუყოფელი ნაწილია ლეგიტიმური საფუძვლით, ღრმად აღმაშფოთებელი და აბსოლუტურად მიუღებელია, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, მარია ზახაროვას განცხადებაშია აღნიშნული.

მისი თქმით, იაპონიის მაღალი თანამდებობის პირები მოსკოვს ლექციას უკითხავენ იმის შესახებ, თუ „საკუთარი ქვეყნის რომელ რეგიონებს შეიძლება ეწვიოს ან არ უნდა ეწვიოს“.

„კატეგორიულად უარვყოფთ ამ განცხადებებს, როგორც პოლიტიკურად შეუსაბამოს, შეურაცხმყოფელს და, რა თქმა უნდა, იურიდიული ძალის არმქონეს. იაპონიის ხელმძღვანელობის მიერ რუსეთის წინააღმდეგ გაკეთებული განცხადებები ოფიციალური ტოკიოს არაპრაგმატული პოლიტიკის კიდევ ერთი გამოვლინებაა - პოლიტიკისა, რომელმაც რუსეთთან მიმართებით აშკარა მტრობასთან მიახლოებული კურსი აირჩია“, - აღნიშნულია განცხადებაში.

ზახაროვას თქმით, იაპონია, რომელიც „დასავლურ არალეგიტიმურ სანქციებს შეუერთდა და კიევის ნაცისტურ რეჟიმს უჭერს მხარს“, ფაქტობრივად ანგრევს რუსეთ-იაპონიის ურთიერთობებს.

„ოფიციალური ტოკიო, რომელმაც დაარღვია ყველა სამართლებრივი ნორმა კოლექტიური დასავლეთის რუსოფობიურ პოლიტიკაში თანამონაწილეობით, მათ შორის უკანონო შეზღუდვების დაწესებით, ძნელად თუ არის იმ მდგომარეობაში, რომ სხვებს ლექციები წაუკითხოს საერთაშორისო სამართალზე ან რუსეთ-იაპონიის ურთიერთობების მომავალზე ზრუნვის აუცილებლობაზე“, - აღნიშნულია განცხადებაში.

მისი მტკიცებით, რუსეთის სუვერენიტეტი და მათზე იურისდიქცია ეჭვქვეშ არ დგას.

„იძულებული ვართ აღვნიშნოთ, რომ 1945 წლის სექტემბერში იაპონიის მიერ უპირობო კაპიტულაციის აქტის ხელმოწერიდან თითქმის 81 წლის შემდეგ, ტოკიო კვლავ მოიცვა რევიზიონისტულმა ნარატივებმა, რომლებიც მიზნად ისახავს აზიაში იაპონიის აგრესიის გამართლებას და რუსეთის წინააღმდეგ აბსურდული პრეტენზიების წამოყენებას“, - აღნიშნულია განცხადებაში.

ცნობისთვის, იაპონიის პრემიერ-მინისტრმა სანაე ტაკაიჩიმ კურილის კუნძულებზე ვლადიმერ პუტინის ვიზიტი გააკრიტიკა და აბსოლუტურად მიუღებელი უწოდა. „პუტინის ვიზიტმა იაპონელების რუსეთის მიმართ განწყობა გააუარესა“, - განუცხადა ტაკაიჩიმ ჟურნალისტებს და აღნიშნა, რომ კუნძულები „ისტორიულად და საერთაშორისო სამართლის მიხედვით იაპონიის უნიკალური ტერიტორიაა“.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 28.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო