ვოლოდიმირ ზელენსკი - ომის დასრულების შემდეგ დრო მჭირდება, რომ ოჯახთან და ზღვასთან დრო გავატარო

ომის დასრულების შემდეგ გარკვეული დრო მჭირდება, რომ დრო ოჯახთან და ზღვასთან ერთად გავატარო, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ CNN-თან ინტერვიუში განაცხადა, როდესაც უპასუხა შეკითხვას, სურს თუ არა ომის შემდეგ უბრალოდ პლაჟზე დაჯდეს და ლუდი დალიოს.

ამასთან, კითხვაზე, ენატრება თუ არა ოჯახი, უკრაინის პრეზიდენტმა უპასუხა :

„მენატრება, რა თქმა უნდა, მენატრებიან ისინი და, რა თქმა უნდა, ყოველთვის ვეუბნები მათ, რამდენად მიყვარს ისინი. გრძნობ, ფიზიკურად გჭირდება მათი ჩახუტება. ეს უზარმაზარი მხარდაჭერაა, უზარმაზარი ენერგეტიკული მხარდაჭერა“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

კითხვაზე, აწუხებს თუ არა ის, რომ ომის შემდეგ შეიძლება უკრაინის პოლიტიკურ სამყაროში „გაიჭედოს“, ზელენსკიმ უპასუხა : „ზღვას ვერავინ წამართმევს. მე მისთვის ვიბრძოლებ“.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 28.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო