თურქეთმა და ეგვიპტემ ორმხრივი ვაჭრობის გაზრდისა და ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების შესახებ შეთანხმებებს მოაწერეს ხელი

ეგვიპტეში ვიზიტის ფარგლებში ხელი მოეწერა შეთანხმებებს, რომლებიც ორმხრივი ვაჭრობისა და ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებას შეუწყობს ხელს, - ამის შესახებ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ჰაკან ფიდანი სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში წერს.

მისი თქმით, ეგვიპტეში ვიზიტმა მნიშვნელოვანი შესაძლებლობა მისცა მხარეებს, განეხილათ ორმხრივი თანამშრომლობა და რეგიონში მიმდინარე მოვლენები.

„ხელი მოვაწერეთ შეთანხმებებს, რომლებიც გაზრდის ჩვენს ორმხრივ ვაჭრობას, გაამრავალფეროვნებს ჩვენს ეკონომიკურ ურთიერთობებს და განამტკიცებს კავშირს ჩვენს ქვეყნებს შორის. თანამშრომლობის გაძლიერება ჩვენს ქვეყნებს შორის ემსახურება არა მხოლოდ ჩვენი ხალხების საერთო ინტერესებს, არამედ მშვიდობის, სტაბილურობისა და კეთილდღეობის დამყარებას ჩვენს რეგიონში’’ , - აღნიშნა ჰაკან ფიდანმა.

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ეგვიპტელ კოლეგასთან ერთად თურქეთ-ეგვიპტის ერთობლივი დაგეგმვის მეორე შეხვედრას უხელმძღვანელა. ასევე ჰაკან ფიდანი ეგვიპტის გენერალური დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელს, ჰასან რაშადსა და არაბული ლიგის გენერალურ მდივანს, ნაბილ ფაჰმის შეხვდა.

ცნობისთვის, თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ეგვიპტეში ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა. ვიზიტის ფარგლებში მხარეებმა ორმხრივი სავაჭრო ბრუნვის 15 მილიარდ დოლარამდე გაზრდა, ენერგეტიკის, სამხედრო და თავდაცვის სფეროებში თანამშრომლობა, ასევე ღაზაში, სირიასა და ლიბიაში არსებული ვითარება და რეგიონული უსაფრთხოების საკითხები განიხილეს.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 28.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო