მარგუს ცაჰკნა - პუტინის ვიზიტი იაპონიის ეტოროფუს კუნძულზე პროვოკაციული ნაბიჯია

პუტინის ვიზიტი იაპონიის ეტოროფუს კუნძულზე, რომელიც იაპონიის ჩრდილოეთ ტერიტორიების ნაწილია, პროვოკაციული ნაბიჯია, რომელიც რეგიონში დაძაბულობას ამწვავებს, - ამის შესახებ ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მარგუს ცაჰკნა სოციალურ ქსელში წერს.

მისი განცხადებით, პუტინის ვიზიტი ასევე ხაზს უსვამს, თუ რამდენად მჭიდროდ არის ერთმანეთთან დაკავშირებული ევროპისა და ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონის უსაფრთხოება.

„რუსეთის მიერ საერთაშორისო სამართლის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის უგულებელყოფა მხოლოდ უკრაინით არ შემოიფარგლება. ჩვენ იგივე ტენდენციას ვხედავთ მსოფლიოს მეორე მხარესაც. ესტონეთი იაპონიას გვერდით დგას“, - წერს ცაჰკნა.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 28.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო