თაზო დათუნაშვილი - გვაქვს ეჭვი, რომ დიდი კორუფციული სქემით საწვავი რუსულ არმიასა და ბაზარს ადგება - ინფანტილიზმია, რომ გალის ქართველებს ხმარდება, ისინი ფაქტობრივად "აპარტეიდში" ცხოვრობენ

სად მიდის რეალურად საწვავი? - ეს ყველაფერი არის უდიდესი კორუფციული სქემა, სადაც „ქართულ ოცნებასთან“ დაახლოებული პირები უზომოდ დიდ ფულს შოულობენ და მათ შორის, „ქართული ოცნების“ წევრები მდიდრდებიან - ამის შესახებ „ლელო-ძლიერი საქართველოს“ წევრმა, თაზო დათუნაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, აუცილებელია პასუხი გაეცეს კითხვას, ვის ხმარდება საწვავი - გალელ ქართველებს თუ რუსულ ბაზარს.

დათუნაშვილი პროცესს „კორუფციულ სქემას“ უწოდებს და მიიჩნევს, რომ ილუზიაა იმაზე ფიქრი, თითქოს რესურსი გალში მცხოვრებ ქართველებს ხმარდება.

„რა კორუფციულ სქემასთან გვაქვს საქმე, ამაზე უნდა გაეცეს კითხვებს პასუხები და ამისთვის საჭიროა სრული გამჭვირვალობა მთელ პროცესში. ვინ არიან შემსყიდველები? რა წარმომავლობის საწვავზეა საუბარი? როგორ მოხდა ანგარიშსწორება? რა ვალუტაში? რა ბანკების საშუალებით? პირველ რიგში, ამ კითხვებს თუ პასუხი არ გაეცემა, არცერთი ეჭვი მოხსნილი არ იქნება. ეჭვი, რომ ეს ყველაფერი არის უდიდესი კორუფციული სქემა, სადაც „ქართულ ოცნებასთან“ დაახლოებული პირები უზომოდ დიდ ფულს შოულობენ და მათ შორის, „ქართული ოცნების“ წევრები მდიდრდებიან. მეორე, სად მიდის რეალურად ეს საწვავი? ემსახურება გალის ქართველების ბენზინით მომარაგებას თუ რუსეთის არმიასა და უმძიმეს საწვავის კრიზისში მყოფი რუსეთის საცალო ბაზარს? ეს საწვავი ვერ დაფარავს ამ ბაზარს, მაგრამ არის თუ არა ამ ბაზრისთვის განკუთვნილი. ჩვენ გვაქვს ეჭვი, რომ ეს არის დიდი კორუფციული სქემა, რომელიც ადგება რუსულ არმიასა და რუსულ ბაზარს. არაფერ შუაშია აქ აფხაზეთი და ინფანტილიზმია ფიქრი იმისა, რომ ვინმე იქ რამეს მოახმარს გალის ქართველებს, რადგან მათ უმძიმეს პირობებში ამყოფებენ. დღეს გალში ქართველები ფაქტობრივად აპარტეიდში ცხოვრობენ“ - განაცხადა თაზო დათუნაშვილმა.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 28.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო