The New York Times - რუსეთი მოლდოვას ევროპასა და უკრაინაზე ზეწოლის პლაცდარმად განიხილავს - კრემლის პრიორიტეტთა სიაში პირველ ადგილზეა უკრაინის დაპყრობა, მეორეზე - მოლდოვაზე კონტროლის დამყარება

რუსეთი მოლდოვას ევროპასა და უკრაინაზე ზეწოლის პლაცდარმად განიხილავს.

ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა The New York Times-ი ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

კერძოდ, გამოცემის გამოძიების თანახმად, რუსეთი მოლდოვას საკვანძო მიზნად განიხილავს უკრაინის შემდეგ და მის პლაცდარმად გამოყენებას აპირებს უკრაინისა და ევროპის წინააღმდეგ შემდგომი აგრესიისთვის.

გამოცემის წყაროების თქმით, 2025 წლის ბოლოს რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა საიდუმლო შეხვედრა გამართა სამხედრო მეთაურებთან სადაც განაცხადა, რომ 2026 წლისთვის მიზანია, “ნატოსა და ევროკავშირის შიგნიდან დაშლა”.

დასავლური სადაზვერვო სამსახურების თქმით, მოლდოვა ამ ძალისხმევებში საკვანძო როლს თამაშობს. მათი მტკიცებით, კრემლის პრიორიტეტთა სიაში პირველ ადგილზეა უკრაინის დაპყრობა, ხოლო მეორეზე - “მოლდოვაზე კონტროლის დამყარება”.

დასავლელი მაღალჩინოსნების თქმით, მოლდოვა რუსეთისთვის შესაძლოა გამხდარიყო “იდეალური პლატფორმა შემდგომი აგრესიისთვის როგორც უკრაინის, ასევე დასავლეთის წინააღმდეგ”. ისინი აღნიშნავენ, რომ პუტინს ჯერ კიდევ აქვს უკრაინის სამხრეთ ზოლის დაპყრობის იმედი, რათა სახმელეთო ხიდი შექმნას, რომელიც რუსეთს მოლდოვასთან დააკავშირებს.

გიორგი მელაშვილი - ომის შესახებ მეხსიერების წაბილწვა ხდება იარაღი დეკლარირებული საგარეო კურსის შესაცვლელად
ნათია ფიფია -  რეფორმები, რომელიც მთავრობამ დაანონსა, შეიძლება ითქვას, შეურიგებლად და დაჟინებით დაიწყო,  ჯერჯერობით, რაც იყო ჩაფიქრებული, ყველაფერი განხორციელდა
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 13.08.2026
პაშა ბანკს საქართველოში ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს
რატომ გახდა კრაფთ ჩანთები ასეთი პოპულარული და როგორ ამარტივებს ის ბრენდების ყოველდღიურობას?
ულტრათანამედროვე რადიოფარმაცევტული საწარმოს მშენებლობა ფინალურ ეტაპზე გადავიდა
„ცისკარი S90“ საქართველოს ანტარქტიდის პირველ კომბინირებულ ექსპედიციას იწყებს
Turbo - კრიპტოს გაცვლის ახალი გზა რეგისტრაციის გარეშე
სილქნეტმა საქართველოში პირველი Tier III სერტიფიცირებული კომერციული მონაცემთა ცენტრის მშენებლობა დაიწყო
„დიემჯი ჯგუფი” „ლაგუნა ვერეს“, აბრეშუმისა და თამბაქოს ფაბრიკების ტერიტორიის განვითარების ახალ ეტაპს იწყებს
საქართველოს ეროვნული AI ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი
საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ეროვნულმა ნაკრებმა IOAI 2026-ზე ისტორიული შედეგი აჩვენა - 7 მედალი და საპატიო სიგელი
Skillwill-ში პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირების (QA) სადიპლომო პროგრამაზე წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო
ჩუღურეთის რაიონში ხორციელდება მასშტაბური მწვანე პროექტი, რომელიც მარტივად უკავშირდება ქალაქის ცენტრს