აბას არაღჩი - აშშ-სთან მოლაპარაკებების განახლების შესახებ გადაწყვეტილება ჯერ არ მიგვიღია

აშშ-სთან მოლაპარაკებების განახლების შესახებ გადაწყვეტილება ჯერ არ მიგვიღია, - ამის შესახებ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, აბას არაღჩიმ განაცხადა.

აბას არაღჩის განცხადებით, შუამავლებმა, კატარმა და პაკისტანმა მხარეებს შორის შეტყობინებები გაცვალეს, თუმცა ეს მოლაპარაკებებს არ წარმოადგენს.

„მოლაპარაკებების განახლების შესახებ გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის. არსებული საკომუნიკაციო არხები არაეფექტური გახდა“, - აღნიშნა არაღჩიმ.

ამასთან, ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ქაზემ ღარიბაბადი ჰორმუზის სრუტის აშშ-ის ტერიტორიად გამოცხადების შესახებ დონალდ ტრამპის განცხადებას გამოეხმაურა.

„ჰორმუზის სრუტეზე კონტროლის დამყარება შეუძლებელია „ტვიტით“, ავიამზიდით, საპრეზიდენტო განკარგულებით ან საარჩევნო განცხადებით. ირანს მუქარის არ ეშინია და არც ძალის დემონსტრირება აშინებს. სრუტე მხოლოდ ირანის გადაწყვეტილებით გაიხსნება ან დაიხურება და ვიდრე თქვენ დამარცხების აღიარებაზე უარს ამბობთ, ირანი ბლოკადას განაგრძობს“, - განაცხადა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 28.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო