მედია - ისრაელის დარტყმის შედეგად სამხრეთ ლიბანში შვიდი ადამიანი დაიღუპა

ისრაელის დარტყმის შედეგად სამხრეთ ლიბანში შვიდი ადამიანი დაიღუპა, - ინფორმაცია NBC News-ი ლიბანის სახელმწიფო მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, ისრაელის თავდაცვის ძალებმა სამხრეთ ლიბანის სოფელ ანსარში მდებარე სახლს დაარტყეს.

დარტყმის შედეგად შვიდი ადამიანი დაიღუპა და სამი დაშავდა.

ლიბანის სახელმწიფო მედიის ცნობით, შემთხვევის ადგილზე მაშველები მუშაობენ.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 28.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო