ვოლოდიმირ ზელენსკი - რუსეთის სამარის ოლქში „როსკოსმოსის“ ერთ-ერთ მთავარ საწარმოზე დარტყმა „ფლამინგოს“ ტიპის რაკეტებით განხორციელდა - ეს კარგი შედეგია, ჩვენი საზღვრიდან მანძილი დაახლოებით 900 კილომეტრია

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინამ სამარის ოლქში „როსკოსმოსის“ ერთ-ერთ საწარმოს დაარტყა.

„რუსეთის სამარის ოლქში დარტყმა „როსკოსმოსის“ ერთ-ერთ მთავარ საწარმოზე, ცენტრ „პროგრესზე“ განხორციელდა. გამოყენებული იქნა „ფლამინგოს“ ტიპის რაკეტები. ეს კარგი შედეგია. ჩვენი საზღვრიდან მანძილი დაახლოებით 900 კილომეტრია“, - წერს უკრაინის პრეზიდენტი X-ზე.

ასევე, ზელენსკის ცნობით, უკრაინამ „სავასლეიკას“ ავიაბაზას და უსტ-ლუგაში მდებარე ნავთობობიექტს დაარტყა.

„ამ ომის გამო რუსეთის წინააღმდეგ ჩვენი შორ მანძილზე მოქმედი „სანქციების“ გეგმა ხორციელდება და მნიშვნელოვანია, რომ რუსეთის სამხედრო პოტენციალი შემცირდეს. მშვიდობა აუცილებელია და ეს რუსეთშიც ნათელი უნდა იყოს, კონკრეტულ ობიექტებზე მიყენებული ზიანის მეშვეობით“, - აცხადებს ვოლოდიმირ ზელენსკი.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 28.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო