The New York Times - საფრანგეთი, გერმანია და დიდი ბრიტანეთი რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებებში მონაწილეობის უზრუნველსაყოფად საკუთარ გეგმას ამზადებენ

საფრანგეთი, გერმანია და დიდი ბრიტანეთი რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებებში მონაწილეობის უზრუნველსაყოფად საკუთარ გეგმას ამზადებენ, - ინფორმაციას The New York Times-ი ევროპელ მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემის ინფორმაციით, საფრანგეთის, გერმანიისა და დიდი ბრიტანეთის მთავრობები საკუთარი ფორმატის შემუშავების საკითხზე მუშაობენ, რათა რუსეთსა და უკრაინას შორის სამშვიდობო მოლაპარაკებებში თავიანთი ინტერესები დაიცვან.

წყაროების ცნობით, ევროპული სახელმწიფოები შიშობენ, რომ ამერიკის შეერთებული შტატები სამშვიდობო პროცესიდან მათ სრულად გარიყვას გეგმავს.

ასევე, მათი თქმით, საერთო ევროპული პოზიციის შემუშავებაში წამყვან როლს საფრანგეთი და გერმანია ასრულებენ, ხოლო დიდი ბრიტანეთი აშშ-სთან ურთიერთობის გამო სიფრთხილეს იჩენს.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 28.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო