გერმანიის საგარეო უწყება თავის მოქალაქეებს უკრაინის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით რუსეთის შესაძლო იერიშების შესახებ აფრთხილებს

გერმანიის საგარეო უწყება თავის მოქალაქეებს უკრაინის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით რუსეთის შესაძლო იერიშების შესახებ აფრთხილებს, - ინფორმაციას უკრაინული მედია გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო თავის მოქალაქეებს ურჩევს, რომ რუსეთის მხრიდან თავდასხმების საფრთხის ფონზე, უახლოეს მომავალში უკრაინაში ვიზიტისგან თავი შეიკავონ.

უწყების განცხადებით, შესაძლოა, უკრაინის დამოუკიდებლობის დღესთან, 24 აგვისტოსთან დაკავშირებით, რუსეთის იერიშების შედეგად ქვეყნის ყველა ოლქი დაზარალდეს.

„არ არის გამორიცხული თავდასხმების გაძლიერება როგორც ენერგეტიკულ და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურაზე, ისე სამოქალაქო ობიექტებზე“, - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 28.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო