თბილისის მერია - ლეღვთახევში საფეხმავლო ბილიკები უხვი ნალექის მიერ ჩამოტეხილი ტოტებისგან და სხვადასხვა ნატანი მასალისგან იწმინდება - პროცესში ჩართულია მერიის ყველა შესაბამისი სამსახური

ლეღვთახევში საფეხმავლო ბილიკები უხვი ნალექის მიერ ჩამოტეხილი ტოტებისგან და სხვადასხვა ნატანი მასალისგან იწმინდება. სამუშაოებს შპს „თბილსერვის ჯგუფისა“ და „ეკოსერვის ჯგუფის“ თანამშრომლები ასრულებენ. ამის შესახებ ნათქვამია თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, მიმდინარე სალიკვიდაციო სამუშაოებს „თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორი გიორგი პაპავა ადგილზე გაეცნო.

„უწყების ხელმძღვანელმა საგანგებო რეჟიმში მომუშავე ჯგუფების კოორდინირებული საქმიანობა შეაფასა და ადგილზე ტექნიკური რესურსის მაქსიმალური მობილიზება უზრუნველყო.

„თბილსერვის ჯგუფის“ მობილური ჯგუფები ლოკალურად არიან გადანაწილებული იმ წერტილებში, სადაც უხვი ნალექის გამო გადაადგილება შეფერხდა ან საფრთხე შეიქმნა. სალიკვიდაციო პროცესში სრულად არის ჩართული, როგორც სპეცტექნიკა, ისე ცოცხალი ძალა. პარალელურად, იწმინდება სანიაღვრე ქსელები და ჭები, რომლებიც უხვი ნალექის შედეგად ამოივსო სხვადასხვა სახის ნარჩენისგან, ასევე, გზის სავალი ნაწილი იწმინდება ჩამოტანილი მიწისა და შლამისგან.

დედაქალაქში მოსული უხვი ნალექის შედეგად, დაიტბორა ქუჩები, სარდაფები და რამდენიმე მეტროსადგურის მიმდებარე ტერიტორია. წარმოქმნილი პრობლემების სწრაფად აღმოფხვრის მიზნით, „თბილსერვის ჯგუფის“ სანიაღვრე და სადრენაჟე ქსელებისა და დასუფთავების სამსახური მუშაობას 24-საათიან საგანგებო რეჟიმში განაგრძობს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ლევან ლორთქიფანიძე - ნისლი გაფანტულია - „ქართული ოცნების“ საგარეო და საშინაო პოლიტიკა სულ უფრო ცხადი და განსაზღვრული ხდება, ივანიშვილი საზოგადოებას უზარმაზარი მორალური კომპრომისისთვის ამზადებს
ქართული პრესის მიმოხილვა 13.08.2026
პაშა ბანკს საქართველოში ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს
რატომ გახდა კრაფთ ჩანთები ასეთი პოპულარული და როგორ ამარტივებს ის ბრენდების ყოველდღიურობას?
ულტრათანამედროვე რადიოფარმაცევტული საწარმოს მშენებლობა ფინალურ ეტაპზე გადავიდა
„ცისკარი S90“ საქართველოს ანტარქტიდის პირველ კომბინირებულ ექსპედიციას იწყებს
Turbo - კრიპტოს გაცვლის ახალი გზა რეგისტრაციის გარეშე
სილქნეტმა საქართველოში პირველი Tier III სერტიფიცირებული კომერციული მონაცემთა ცენტრის მშენებლობა დაიწყო
„დიემჯი ჯგუფი” „ლაგუნა ვერეს“, აბრეშუმისა და თამბაქოს ფაბრიკების ტერიტორიის განვითარების ახალ ეტაპს იწყებს
საქართველოს ეროვნული AI ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი
საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ეროვნულმა ნაკრებმა IOAI 2026-ზე ისტორიული შედეგი აჩვენა - 7 მედალი და საპატიო სიგელი
Skillwill-ში პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირების (QA) სადიპლომო პროგრამაზე წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო
ჩუღურეთის რაიონში ხორციელდება მასშტაბური მწვანე პროექტი, რომელიც მარტივად უკავშირდება ქალაქის ცენტრს