გომის მთაზე ავარიის შედეგად 4 ტურისტის დაღუპვის საქმეზე დაკავებულ მიკროავტობუსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა

ოზურგეთის რაიონულმა სასამართლომ გომის მთაზე ავარიის შედეგად 4 უცხოელი ტურისტის დაღუპვის საქმეზე დაკავებულ მიკროავტობუსის მძღოლს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

მას საქართველოს პროკურატურამ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-8 ნაწილით (ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც ორზე მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია) წარუდგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ასევე, პროკურატურის ინფორმაციითვე, მძღოლს შესაბამისი მართვის მოწმობის კატეგორია არ ჰქონდა.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 28.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო