ვოლოდიმირ ზელენსკი - როდესაც აქ, ევროპაში, ჩრდილოეთ კორეული ბალისტიკური რაკეტები ინფრასტრუქტურას ანადგურებენ და ადამიანებს სიცოცხლეს ართმევენ, ევროპული რაკეტსაწინააღმდეგო სისტემები უბრალოდ საწყობებში არ უნდა ინახებოდეს

რუსებმა მხოლოდ ამ კვირაში 13 რეგიონი დაბომბეს. მტერმა ჩვენი ქალაქებისა და თემებისკენ 1 550-ზე მეტი დრონი, 1 560-მდე მართვადი საჰაერო ბომბი და 62 რაკეტა გაუშვა, რომელთა უმეტესობა სხვადასხვა ტიპის ბალისტიკური რაკეტები იყო, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს.

მისი ინფორმაციით, წუხელ რუსეთის მიერ კიევზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად ექვსი ადამიანი დაშავდა. ბალისტიკური რაკეტებით ასევე დაბომბეს კრემენჩუკი და კრივოი როგი. კრივოი როგში ორი ადამიანი დაიღუპა და 14 დაშავდა. სუმიში ერთი ადამიანი დაიღუპა.

უკრაინის პრეზიდენტი მადლობას უხდის საგანგებო სიტუაციების სამსახურის დანაყოფებს, პოლიციასა და მედიკოსებს, რომლებიც ყველაფერს აკეთებენ ადამიანების გადასარჩენად.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი ხალხის ეს თავდადება შეავსოს ჩვენი პარტნიორების მიერ ცის დასაცავად გადადგმულმა ახალმა ნაბიჯებმა. როდესაც აქ, ევროპაში, ჩრდილოეთ კორეული ბალისტიკური რაკეტები ინფრასტრუქტურას ანადგურებენ და ადამიანებს სიცოცხლეს ართმევენ, ევროპული რაკეტსაწინააღმდეგო სისტემები უბრალოდ საწყობებში არ უნდა ინახებოდეს. ადამიანების სიცოცხლე უნდა დავიცვათ. რუსეთი უნდა შეჩერდეს. დახმარების ახალი პაკეტები ფაქტობრივად ნიშნავს ყოველდღიურად გადარჩენილ სიცოცხლეს და დაცულ ინფრასტრუქტურას“, - აცხადებს ზელენსკი.

ლევან ლორთქიფანიძე - ნისლი გაფანტულია - „ქართული ოცნების“ საგარეო და საშინაო პოლიტიკა სულ უფრო ცხადი და განსაზღვრული ხდება, ივანიშვილი საზოგადოებას უზარმაზარი მორალური კომპრომისისთვის ამზადებს
ქართული პრესის მიმოხილვა 13.08.2026
პაშა ბანკს საქართველოში ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს
რატომ გახდა კრაფთ ჩანთები ასეთი პოპულარული და როგორ ამარტივებს ის ბრენდების ყოველდღიურობას?
ულტრათანამედროვე რადიოფარმაცევტული საწარმოს მშენებლობა ფინალურ ეტაპზე გადავიდა
„ცისკარი S90“ საქართველოს ანტარქტიდის პირველ კომბინირებულ ექსპედიციას იწყებს
Turbo - კრიპტოს გაცვლის ახალი გზა რეგისტრაციის გარეშე
სილქნეტმა საქართველოში პირველი Tier III სერტიფიცირებული კომერციული მონაცემთა ცენტრის მშენებლობა დაიწყო
„დიემჯი ჯგუფი” „ლაგუნა ვერეს“, აბრეშუმისა და თამბაქოს ფაბრიკების ტერიტორიის განვითარების ახალ ეტაპს იწყებს
საქართველოს ეროვნული AI ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი
საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ეროვნულმა ნაკრებმა IOAI 2026-ზე ისტორიული შედეგი აჩვენა - 7 მედალი და საპატიო სიგელი
Skillwill-ში პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირების (QA) სადიპლომო პროგრამაზე წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო
ჩუღურეთის რაიონში ხორციელდება მასშტაბური მწვანე პროექტი, რომელიც მარტივად უკავშირდება ქალაქის ცენტრს
„ბიბლუსში“ სასკოლო სამზადისი დაიწყო - ყველაფერი ყველასთვის, მთელი საქართველოს მასშტაბით