მედია - ირანში ანტისამთავრობო საპროტესტო აქციებზე პოლიციის ოფიცრებისთვის განზრახ მანქანის დაჯახებისთვის ბრალდებული სიკვდილით დასაჯეს

ირანში სიკვდილით დასაჯეს მამაკაცი, რომელიც იანვარში, კარაჯში ანტისამთავრობო საპროტესტო აქციების დროს პოლიციის ოფიცრების განზრახ დაშავებაში იყო ბრალდებული. ამის შესახებ ინფორმაციას დასავლური მედია ირანულ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

კერძოდ, საინფორმაციო სააგენტო Tasnim-ის ცნობით, შაჰრამ სადეგი 8 იანვარს კარაჯში პოლიციის ოფიცრებისთვის მანქანის განზრახ დაჯახებაში დაადანაშაულეს.

ამავე ცნობებით, შედეგად შვიდი ოფიცერი დაშავდა, რომელთაგან ერთი, სავარაუდოდ, სამი თვის განმავლობაში კომაში იმყოფებოდა.

სასამართლომ სიკვდილით დასჯის გარდა ბრალდებულის აქტივების კონფისკაციის გადაწყვეტილება მიიღო „ირანის ჯაშუშობის შესახებ“ კანონის საფუძველზე - „ისრაელის, ამერიკის შეერთებული შტატებისა და მტრულად განწყობილი დაჯგუფებების სასარგებლოდ განხორციელებული ოპერატიული მოქმედების გამო“.

განაჩენი კვირას დილით ადრე აღსრულდა.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 28.09.2026
„ვისოლმა“ დუშეთში „ვიგოს“ ავტოგასამართი სადგური გახსნა
PSP საქართველოში 2026 მონაცემებითაც სააფთიაქო ბაზრის ლიდერია