მედია - ჯარედ კუშნერი ღაზას სამშვიდობო გეგმის განსახილველად „ჰამასის“ ლიდერს შეხვდა

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის წარმომადგენელმა ახლო აღმოსავლეთის საკითხებში, ჯარედ კუშნერმა „ჰამასთან“ მოლაპარაკებები გამართა, რათა აშშ-ის მიერ მხარდაჭერილი ღაზას სამშვიდობო გეგმის განხორციელება განეხილა.

პალესტინელმა ოფიციალურმა პირმა BBC-ს განუცხადა, რომ ტრამპის სიძე კვირას ეგვიპტეში დელეგაციას შეხვდა, რომელსაც „ჰამასის“ ახალი ლიდერი, ხალილ ალ-ჰაია ხელმძღვანელობდა. გავრცელებული ინფორმაციით, შეხვედრას ესწრებოდნენ „მშვიდობის საბჭოს“ წარმომადგენლები ნიკოლაი მლადენოვი და გაერთიანებული სამეფოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ტონი ბლერი და ასეცე ეგვიპტის, კატარის და თურქეთის წარმომადგენლები.

BBC წერს, რომ მოლაპარაკებების შესახებ ოფიციალური განცხადება არ გავრცელებულა, თუმცა ის, სავარაუდოდ, „ჰამასის“ იარაღის განადგურების კონკრეტულ ქმედებებზე, ასევე ისრაელის ჯარების გაყვანასა და ჰუმანიტარულ ძალისხმევაზე იყო ფოკუსირებული.

ეგვიპტეში ყოფნისას კუშნერი ასევე შეხვდა ეგვიპტის პრეზიდენტ აბდელ ფატაჰ ალ-სისის. ისრაელური მედიის ცნობით, კუშნერი, მლადენოვი და ბლერი ორშაბათს ისრაელის პრემიერ-მინისტრს, ბენიამინ ნეთანიაჰუს შეხვდებიან.

ცნობისთვის, ისრაელის პრემიერ-მინისტრმა გასულ კვირას განაცხადა, რომ ისრაელი შეთანხმებას მხარს არ დაუჭერს, სანამ „ჰამასი“ სრულად არ განიარაღდება. „ისრაელი უარყოფს „მშვიდობის საბჭოს“ 15-პუნქტიან დოკუმენტს ღაზას შესახებ. ისრაელის თავდაცვის ძალები ჯარებს არ გაიყვანენ მანამ, სანამ „ჰამასი“ ნამდვილად არ განიარაღდება“, - განაცხადა ნეთანიაჰუმ.

ეგვიპტემ, არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა, კატარმა, საუდის არაბეთმა, იორდანიამ, თურქეთმა, პაკისტანმა და ინდონეზიამ გუშინ ერთობლივი განცხადება გაავრცელეს, რომელშიც აღნიშნულია, რომ ისრაელის მიერ აშშ-ის გეგმის უარყოფა საფრთხეს უქმნის ტრამპის მშვიდობისკენ მიმართულ ძალისხმევას.

ლევან ლორთქიფანიძე - ნისლი გაფანტულია - „ქართული ოცნების“ საგარეო და საშინაო პოლიტიკა სულ უფრო ცხადი და განსაზღვრული ხდება, ივანიშვილი საზოგადოებას უზარმაზარი მორალური კომპრომისისთვის ამზადებს
ქართული პრესის მიმოხილვა 13.08.2026
პაშა ბანკს საქართველოში ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს
რატომ გახდა კრაფთ ჩანთები ასეთი პოპულარული და როგორ ამარტივებს ის ბრენდების ყოველდღიურობას?
ულტრათანამედროვე რადიოფარმაცევტული საწარმოს მშენებლობა ფინალურ ეტაპზე გადავიდა
„ცისკარი S90“ საქართველოს ანტარქტიდის პირველ კომბინირებულ ექსპედიციას იწყებს
Turbo - კრიპტოს გაცვლის ახალი გზა რეგისტრაციის გარეშე
სილქნეტმა საქართველოში პირველი Tier III სერტიფიცირებული კომერციული მონაცემთა ცენტრის მშენებლობა დაიწყო
„დიემჯი ჯგუფი” „ლაგუნა ვერეს“, აბრეშუმისა და თამბაქოს ფაბრიკების ტერიტორიის განვითარების ახალ ეტაპს იწყებს
საქართველოს ეროვნული AI ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი
საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ეროვნულმა ნაკრებმა IOAI 2026-ზე ისტორიული შედეგი აჩვენა - 7 მედალი და საპატიო სიგელი
Skillwill-ში პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირების (QA) სადიპლომო პროგრამაზე წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო
ჩუღურეთის რაიონში ხორციელდება მასშტაბური მწვანე პროექტი, რომელიც მარტივად უკავშირდება ქალაქის ცენტრს
„ბიბლუსში“ სასკოლო სამზადისი დაიწყო - ყველაფერი ყველასთვის, მთელი საქართველოს მასშტაბით