დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ აშშ სამხრეთ კორეასთან სამხედრო წვრთნებს შეამცირებს

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ სამხრეთ კორეასთან ერთობლივ სამხედრო წვრთნებს მნიშვნელოვნად შეამცირებს. ტრამპმა Truth Social-ზე დაწერა, რომ გადაწყვეტილების მიზეზი ჩრდილოეთ კორეის ლიდერ კიმ ჩენ ინთან მისი „ძალიან კარგი ურთიერთობები“ გახდა.

„ჩრდილოეთ კორეის ლიდერ კიმ ჩენ ინთან ჩემი ძალიან კარგი ურთიერთობიდან გამომდინარე, არ ვარ კმაყოფილი იმ ფაქტით, რომ დიდი ხნის წინ შეერთებული შტატები დათანხმდა სამხრეთ კორეასთან ერთად ერთობლივ სამხედრო წვრთნებში მონაწილეობას“, - დაწერა ტრამპმა.

ამასთან, მისი თქმით, წვრთნები არა მხოლოდ ძვირი ჯდება, არამედ სრულიად შეუფერებელი და მტრული სიგნალია ჩრდილოეთ კორეისთვის.

„ეს წვრთნები არა მხოლოდ ძვირი ჯდება და ამ ხარჯების დიდ ნაწილს ამერიკის შეერთებული შტატები ფარავს (როგორც ყოველთვის!), არამედ სრულიად შეუსაბამო და მტრულ სიგნალს უგზავნის იმ ქვეყანას, რომელიც, მას შემდეგ, რაც დონალდ ტრამპი პრეზიდენტია, საფრთხეს არ წარმოადგენს და პატივისცემით მოქმედებს. ამიტომ, და იმის გათვალისწინებით, რომ მათი გაუქმება უკვე გვიანია, ომის მინისტრს, პიტ ჰეგსეთს, დავავალე, მნიშვნელოვნად შეემცირებინა ერთობლივი სამხედრო წვრთნების მასშტაბი“, - განაცხადა ტრამპმა.

მისივე თქმით, სამხრეთ კორეამ ცოტა ხნის წინ უარი თქვა ირანის „დენუკლეარიზაციაში“ აშშ-სთან ერთად მონაწილეობაზე.

„ცოტა ხნის წინ სამხრეთ კორეის პრეზიდენტს ვკითხე, სურდათ თუ არა მათ ჩვენთან ერთად ირანის ისლამური რესპუბლიკის დენუკლეარიზაციაში მონაწილეობა, რაზეც მიპასუხეს: „არა, გმადლობთ!“ - დაწერა ტრამპმა.

გასულ კვირას აშშ-სა და სამხრეთ კორეის სამხედრო ლიდერებმა ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს, სადაც ერთობლივი წვრთნების - „ულჩის თავისუფლების ფარის“ - დაწყება დააანონსეს. მათი თქმით, 11-დღიანი ღონისძიება მასშტაბურად წინა წლების მსგავსი იქნება და მასში დაახლოებით 18 000 სამხრეთ კორეელი ჯარისკაცი მიიღებს მონაწილეობას. პარასკევს ჩრდილოეთ კორეის საგარეო საქმეთა სამინისტრომ აღნიშნული ერთობლივი სამხედრო წვრთნები დაგმო და მას „აგრესიული ომის რეპეტიცია“ უწოდა.

ლევან ლორთქიფანიძე - ნისლი გაფანტულია - „ქართული ოცნების“ საგარეო და საშინაო პოლიტიკა სულ უფრო ცხადი და განსაზღვრული ხდება, ივანიშვილი საზოგადოებას უზარმაზარი მორალური კომპრომისისთვის ამზადებს
ქართული პრესის მიმოხილვა 13.08.2026
პაშა ბანკს საქართველოში ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს
რატომ გახდა კრაფთ ჩანთები ასეთი პოპულარული და როგორ ამარტივებს ის ბრენდების ყოველდღიურობას?
ულტრათანამედროვე რადიოფარმაცევტული საწარმოს მშენებლობა ფინალურ ეტაპზე გადავიდა
„ცისკარი S90“ საქართველოს ანტარქტიდის პირველ კომბინირებულ ექსპედიციას იწყებს
Turbo - კრიპტოს გაცვლის ახალი გზა რეგისტრაციის გარეშე
სილქნეტმა საქართველოში პირველი Tier III სერტიფიცირებული კომერციული მონაცემთა ცენტრის მშენებლობა დაიწყო
„დიემჯი ჯგუფი” „ლაგუნა ვერეს“, აბრეშუმისა და თამბაქოს ფაბრიკების ტერიტორიის განვითარების ახალ ეტაპს იწყებს
საქართველოს ეროვნული AI ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი
საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ეროვნულმა ნაკრებმა IOAI 2026-ზე ისტორიული შედეგი აჩვენა - 7 მედალი და საპატიო სიგელი
Skillwill-ში პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირების (QA) სადიპლომო პროგრამაზე წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო
ჩუღურეთის რაიონში ხორციელდება მასშტაბური მწვანე პროექტი, რომელიც მარტივად უკავშირდება ქალაქის ცენტრს
„ბიბლუსში“ სასკოლო სამზადისი დაიწყო - ყველაფერი ყველასთვის, მთელი საქართველოს მასშტაბით