მუჰამედ ღალიბაფი - ჩვენ ნამდვილად მოვიგეთ ეს ომი - აშშ-მა და ისრაელმა ვერცერთ მიზანს ვერ მიაღწიეს

მთელი გულით ვამბობ, რომ ჩვენ ნამდვილად მოვიგეთ ეს ომი, როგორც სამხედრო, ასევე პოლიტიკური თვალსაზრისით, - ამის შესახებ ირანის პარლამენტის სპიკერმა, მუჰამედ ბაღერ ღალიბაფმა განაცხადა.

მისი თქმით, ეს არ ნიშნავს, რომ ირანმა აშშ-ის სამხედრო ძალები გაანადგურა.

„მე ვგულისხმობ, რომ შეერთებული შტატები და ისრაელი თავს დაგვესხნენ ცხრა კონკრეტული, დეკლარირებული მიზნით, მაგრამ ვერცერთ დონეზე ვერ შეძლეს ამ ცხრა მიზნიდან რომელიმესთვის მიეღწიათ. ეს იყო უდიდესი აბსოლუტური დამარცხება შეერთებული შტატებისა და სიონისტური რეჟიმისთვის“, - აღნიშნა ირანის პარლამენტის სპიკერმა.

მისი მტკიცებით, დიპლომატიურ სფეროშიც, შეთანხმება "სიამაყისა და დიპლომატიურ ბრძოლის ველზე გამარჯვების წყაროა".

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს
„ვისოლმა“ დუშეთში „ვიგოს“ ავტოგასამართი სადგური გახსნა
PSP საქართველოში 2026 მონაცემებითაც სააფთიაქო ბაზრის ლიდერია