დონალდ ტრამპი საუდის არაბეთს, თურქეთსა და პაკისტანს შორის ხელმოწერილ შეთანხმებაზე - ძალიან მოხარული ვარ - ეს დიდი, თამამი და მნიშვნელოვანი პირველი ნაბიჯია

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი საუდის არაბეთს, თურქეთსა და პაკისტანს შორის ხელმოწერილი ურთიერთდაცვით პაქტს ეხმაურება და მას „მნიშვნელოვანი პირველ ნაბიჯად“ აფასებს.

„ძალიან მოხარული ვარ, რომ საუდის არაბეთმა, თურქეთმა და პაკისტანმა ცოტა ხნის წინ და საბოლოოდ ხელი მოაწერეს ერთობლივი თავდაცვის შეთანხმებას. ეს აჩვენებს, თუ როგორ ერთიანდება ახლო აღმოსავლეთი და როგორ შეძლებენ ქვეყნები საბოლოოდ უფრო შინაარსიანი გზით დაიცვან თავი. ეს დიდი, თამამი და მნიშვნელოვანი პირველი ნაბიჯია - ვაუ“, - დაწერა ტრამპმა სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, გასულ კვირას აშშ-ის სამმა მოკავშირემ ურთიერთდაცვის პაქტს მოაწერა ხელი. ხელშეკრულების თანახმად, რომელიმე მათგანის წინააღმდეგ თავდასხმა ყველა მათგანზე თავდასხმად ჩაითვლება. შეთანხმება საუდის არაბეთის ქალაქ მექაში გაფორმდა.

ლევან ლორთქიფანიძე - ნისლი გაფანტულია - „ქართული ოცნების“ საგარეო და საშინაო პოლიტიკა სულ უფრო ცხადი და განსაზღვრული ხდება, ივანიშვილი საზოგადოებას უზარმაზარი მორალური კომპრომისისთვის ამზადებს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.08.2026
პაშა ბანკს საქართველოში ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს
რატომ გახდა კრაფთ ჩანთები ასეთი პოპულარული და როგორ ამარტივებს ის ბრენდების ყოველდღიურობას?
ულტრათანამედროვე რადიოფარმაცევტული საწარმოს მშენებლობა ფინალურ ეტაპზე გადავიდა