„საქსტატი“ - პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2025 წელს 1 900.4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2024 წლის შესაბამის მაჩვენებელზე 19.3%-ით მეტია, ხოლო 2025 წლის წინასწარ მონაცემებს 12.5%-ით აღემატება

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის დაზუსტებული მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2025 წელს 1 900.4 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2024 წლის შესაბამის მაჩვენებელზე 19.3 პროცენტით მეტია, ხოლო 2025 წლის წინასწარ მონაცემებს 12.5 პროცენტით აღემატება.

საქსტატმა ასევე დააზუსტა საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა 2021 წლიდან. მათივე ცნობით, 2025 წელს რეინვესტიციის წილმა მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 82.5 პროცენტი შეადგინა.

„სამი უმსხვილესი ინვესტორი ქვეყნის წილმა პირდაპირი უცხოური ინვესტიციების საერთო მოცულობაში, 2025 წლის დაზუსტებული მონაცემებით, 44.4 პროცენტი შეადგინა. ძირითადი პირდაპირი ინვესტორი ქვეყნებიდან პირველ ადგილზე იმყოფება გაერთიანებული სამეფო 22.4 პროცენტით (426.6 მლნ. აშშ დოლარი), მეორეზეა აზერბაიჯანი 11.3 პროცენტით (214.4 მლნ. აშშ დოლარი), ხოლო მესამეზე - თურქეთი 10.6 პროცენტით (202.4 მლნ. აშშ დოლარი).

2025 წელს სამი უმსხვილესი სექტორის წილმა (განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მიხედვით) 56.8 პროცენტი შეადგინა. ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობების სექტორში განხორციელდა და 633.2 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც პირდაპირი უცხოური ინვესტიციების საერთო მოცულობის 33.3 პროცენტია. მეორე ადგილზე იმყოფება უძრავი ქონების სექტორი 254.7 მლნ. აშშ დოლარით (13.4 პროცენტი), ხოლო მესამეზე - ვაჭრობის სექტორი 191.1 მლნ. აშშ დოლარით (10.1 პროცენტი)“,-აღნიშნულია საქსტატის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს
„ვისოლმა“ დუშეთში „ვიგოს“ ავტოგასამართი სადგური გახსნა
PSP საქართველოში 2026 მონაცემებითაც სააფთიაქო ბაზრის ლიდერია