საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2026 წლის II კვარტალში, 2025 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის შემცირდა.
მათი ცნობით, საერთო ჯამში ქვეყანაში მსხვილფეხა რქოსანმა პირუტყვმა 820.8 ათასი სული შეადგინა, რაც 2025 წლის II კვარტლის მონაცემებთან შედარებით, 5.4 პროცენტით ნაკლებია.
„წინასწარი მონაცემებით, 2026 წლის II კვარტლის ბოლოსათვის მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის სულადობა წინა წლის შესაბამის მაჩვენებელთან შედარებით 5.4 პროცენტით შემცირდა და 820.8 ათასი სული შეადგინა. აქედან, ფურისა და ფურკამეჩის ჯამური რაოდენობა 380.4 ათასი სულით განისაზღვრა, რაც წინა წლის შესაბამისი მაჩვენებელს 6.2 პროცენტით ჩამორჩება. ღორის რაოდენობა 171.9 ათასი სულით განისაზღვრა, რაც 5.5 პროცენტით ნაკლებია წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე“,- ნათქვამია ინფორმაციაში.
მათივე ცნობით, ასევე შემცირებულია ფრინველის რაოდენობაც.
„ფრინველის რაოდენობა წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 4.8 პროცენტით შემცირდა და 10.6 მილიონი ფრთა შეადგინა“,- ნათქვამია ინფორმაციაში.
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ცნობითვე, წინასწარი მონაცემებით, 2026 წლის II კვარტალში რძის წარმოებამ 168.8 მილიონი ლიტრი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 8.9 პროცენტით ნაკლებია.
„ხორცის წარმოებამ 18.2 ათასი ტონა შეადგინა, რაც 2025 წლის შესაბამის პერიოდის მაჩვენებელზე 12.1 პროცენტით ნაკლებია. საანგარიშო პერიოდის განმავლობაში წარმოებულია 178.2 მილიონი კვერცხი, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 1.8 პროცენტით ნაკლებია“,- ნათქვამია ინფორმაციაში.