კობა ფარტენაძის ადვოკატი - ხულიგნობის ნაწილი ძალიან ბუნდოვანია, თვითონ კობა არ ხასიათდება მსგავსი ქმედებებით, სამეთვალყურეო კამერებიდან გამოვითხოვეთ ვიდეო მტკიცებულებებს - პროცესს ხვალ ველოდებით

აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ჟურნალისტის კობა ფარტენაძის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ფაქტზე, სასამართლო პროცესი ბათუმის საქალაქო სასამართლოში ხვალ გაიმართება. როგორც მისი უფლებადამცველი თემურ ქავშბაია „ინტერპრესნიუსთან” საუბრისას აცხადებს, საქმეში არსებული მტკიცებულება ადვოკატებისთვის ჯერ არ გადაუციათ. მისი თქმით, კობა ფარტენაძის მიმართ წარდგენილი ბრალდება, ხულიგნობასთან დაკავშირებით ბუნდოვანია.

„ბათუმის საქალაქო სასამართლოს სავარაუდოდ დღეს შუამდგომლობით მიმართავენ, რათა სასამართლო პროცესი ჩაინიშნოს. დილიდან მტკიცებულებების გადმოცემას ვითხოვ, როგორც ჩანს თავადაც მტკიცებულებების შეგროვების ეტაპზე არიან, სანამ ადმინისტრაციულ მოკვლევას არ დაასრულებენ არ გადმოგვცემენ.

ხულიგნობის ნაწილი ძალიან ბუნდოვანია, თვითონ კობა არ ხასიათდება მსგავსი ქმედებებით. ჩვენ შევეცდებით ეფექტური დაცვა განვახორციელოთ, სამეთვალყურეო კამერებიდან გამოვითხოვეთ ვიდეო მტკიცებულებებს, აქ გაირკვევა. პროცესს ხვალ დღის პირველ ნახევარში ველოდებით”,- აცხადებს თემურ ქავშბაია.

შეგახსენებთ, შსს -ს ინფორმაციით, კობა ფარტენაძე, პოლიციის მიმართ სიტყვიერი შეურაცხყოფის, ასევე წვრილმანი ხულიგნობის ფაქტზე, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებითაა დაკავებული.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს