რუსეთის საგარეო დაზვერვა - დასავლეთი რუსეთის ლათინური ამერიკის ქვეყნებისთვის იარაღის გადაცემაში მონაწილეობაში დადანაშაულებას გეგმავს

დასავლეთისა და უკრაინის სპეცსამსახურები ლათინურ ამერიკაში მოსკოვის წინააღმდეგ ფართომასშტაბიან პროვოკაციას ამზადებენ, - ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახური ავრცელებს.

„იგეგმება რუსეთის დადანაშაულება ვენესუელაში, კოლუმბიასა და მექსიკაში ნარკოკარტელებისა და სხვა ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფებისთვის იარაღის უკანონო მიწოდებაში“, - ნათქვამია უწყების პრესრელიზში.

საგარეო დაზვერვის სამსახურში აცხადებენ, რომ ამ მიზნით მათ ტერიტორიაზე უკვე შეაქვთ რუსული წარმოების შეიარაღება, რომელიც მოწინააღმდეგემ ე.წ. „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ დროს ჩაიგდო ხელში.

უწყების მტკიცებით, პარალელურად, პროვოკაციის ორგანიზატორები ამზადებენ ყალბ აუდიო და ვიდეომასალებს, რომელიც „თითქოსდა ლათინოამერიკელებისთვის შუამავლების მეშვეობით იარაღის გადაცემის ფაქტებს ადასტურებს“.

„დასავლეთი გულუბრყვილოდ იმედოვნებს, რომ პროვოკაციის გამოყენებით ლათინური ამერიკის მთავრობებს ანტირუსული კურსის მხარდაჭერისკენ უბიძგებს“, - აცხადებენ უწყებაში.

უწყების მტკიცებით, ორგანიზატორებს მხოლოდ ერთის მიღწევა შეუძლიათ - „კიდევ ერთხელ წარმოაჩინონ მორალური შეზღუდვების არარსებობა და აზროვნების შაბლონურობა“.

ლევან ლორთქიფანიძე - ნისლი გაფანტულია - „ქართული ოცნების“ საგარეო და საშინაო პოლიტიკა სულ უფრო ცხადი და განსაზღვრული ხდება, ივანიშვილი საზოგადოებას უზარმაზარი მორალური კომპრომისისთვის ამზადებს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.08.2026
პაშა ბანკს საქართველოში ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს
რატომ გახდა კრაფთ ჩანთები ასეთი პოპულარული და როგორ ამარტივებს ის ბრენდების ყოველდღიურობას?
ულტრათანამედროვე რადიოფარმაცევტული საწარმოს მშენებლობა ფინალურ ეტაპზე გადავიდა