როგორ ეხმარება iCash-ის პროგრამა ბიზნესს დატვირთულ სეზონზე?

პიკის სეზონზე, დღესასწაულებისა და აქციების დროს სავაჭრო ობიექტები და სუპერმარკეტები მომხმარებელთა მკვეთრად გაზრდილი ნაკადის წინაშე აღმოჩნდებიან. დატვირთულ პერიოდში ბიზნესისთვის მთავარ გამოწვევას სალაროსთან რიგების თავიდან აცილება, მარაგების ოპერატიული შევსება და პერსონალის შეუფერხებელი მუშაობა წარმოადგენს. ამ პროცესების ოპტიმიზაციისთვის, კომპანია iCash-ი სავაჭრო ობიექტებს სთავაზობს Cloud ტექნოლოგიებზე დაფუძნებულ თანამედროვე სავაჭრო პროგრამას. აღნიშნული სისტემა ბიზნესს ეხმარება, მაქსიმალურად ააჩქაროს გაყიდვების პროცესი, ეფექტურად მართოს რესურსები და შეინარჩუნოს მომსახურების მაღალი ხარისხი ყველაზე დატვირთულ დღეებშიც კი.

მომსახურების სისწრაფე

პიკის სეზონზე სალაროსთან ხანგრძლივი რიგები მომხმარებელთა უკმაყოფილების მთავარი მიზეზია. iCash-ის პროგრამა სპეციალურად არის შექმნილი გაყიდვების პროცესის მაქსიმალურად დასაჩქარებლად. სისტემას აქვს მარტივი და მოსახერხებელი ინტერფეისი, რომელსაც პერსონალი ადვილად აითვისებს. პროდუქტების ულიმიტოდ დამატების ფუნქცია ასორტიმენტის სრულყოფილად გაწერას უზრუნველყოფს. პროგრამა თავსებადია Windows და Android პლატფორმებთან, ასევე სხვადასხვა მოწყობილობასთან - ფისკალურ აპარატებთან, შტრიხკოდების სკანერებთან, ელექტრონულ სასწორებსა და POS ტერმინალებთან. მოლარეს საშუალება აქვს, წამებში დაასკანეროს პროდუქტი ან მიიღოს შესაბამისი მონაცემები, რაც საგრძნობლად ამცირებს თითოეულ სტუმარზე დახარჯულ დროს.

ანგარიშსწორების მრავალფეროვნება და აქციების ავტომატიზებული მართვა

დატვირთულ სეზონზე მომხმარებელი ელის, რომ ობიექტში სასურველი მეთოდით გადახდას მარტივად შეძლებს. iCash-ის სავაჭრო პროგრამა მხარს უჭერს ნებისმიერი სახის ანგარიშსწორებას - ნაღდ ფულს, საბანკო პლასტიკურ ბარათებსა თუ ციფრულ საფულეებს. მოქნილი საგადასახადო სისტემა პერსონალს საშუალებას აძლევს, ოპერატიულად და შეუცდომლად დაამუშაოს ტრანზაქციები. ამასთანავე, პროგრამაში ინტეგრირებულია ფასებისა და ფასდაკლებების მართვის ინსტრუმენტები. ბიზნესს საშუალება აქვს, წინასწარ დანერგოს ლოიალობის პროგრამები ან გამოაცხადოს სეზონური ფასდაკლების აქციები. ვინაიდან სისტემაში ყველა ეს ოპერაცია ავტომატიზებულია, სალაროსთან გამორიცხულია ფასების არასწორი გაანგარიშება, რაც პიკის დღეებში პერსონალს სამუშაოს უმსუბუქებს.

მარაგების კონტროლი

სეზონური გაყიდვებისას კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ მოთხოვნადი პროდუქტი დახლზე არ გამოილიოს. iCash-ი გთავაზობთ მარაგების მართვის მოქნილ სისტემას. შესაძლებელია საწყობში არსებული ინვენტარის პარალელურ რეჟიმში კონტროლი. თუ რომელიმე პროდუქტის რაოდენობა მინიმალურ ნიშნულს ჩამოცდება, სისტემა დროულად აგზავნის შეტყობინებას დეფიციტის შესახებ, რაც მენეჯმენტს მარაგების სწრაფად შევსების საშუალებას აძლევს. გარდა ამისა, პროგრამა სრულად არის ინტეგრირებული შემოსავლების სამსახურის (RS.GE) პორტალთან, საიდანაც სასაქონლო ზედნადებების მიღება და დაბრუნება ხორციელდება თითქმის მომენტალურად, ხელით შეყვანის გარეშე.

ინვენტარიზაციის წარმოება ნაწილ-ნაწილ

დატვირთულ სეზონზე მაღაზიის დაკეტვა აღწერის ჩასატარებლად დიდ ფინანსურ დანაკარგთან ასოცირდება. iCash-ი ამ პრობლემას ინოვაციური მიდგომით აგვარებს. პროგრამა შესაძლებლობას იძლევა, ინვენტარიზაცია განხორციელდეს ნაწილ-ნაწილ, კონკრეტული კატეგორიების მიხედვით. პერსონალი შტრიხკოდების სკანერით ან პლანშეტით ითვლის ფაქტობრივ ნაშთებს, ხოლო სისტემა ავტომატურად ადარებს მონაცემებს და აჩვენებს რეალურ სხვაობას. ეს მეთოდი ამცირებს შეცდომების რისკს და საშუალებას აძლევს ობიექტს, აწარმოოს აღწერა სავაჭრო პროცესის შეუფერხებლად.

ოფლაინ რეჟიმი და დისტანციური მართვა

სეზონური გადატვირთვისას ინტერნეტის გათიშვამ არ უნდა შეაფერხოს ობიექტის მუშაობა. iCash-ის პროგრამაში ინტერნეტის გათიშვის შემთხვევაში, სისტემა ავტომატურად გადადის ოფლაინ რეჟიმში. მოლარე ჩვეულებრივად აგრძელებს პროდუქტების სკანირებას, გაყიდვასა და ჩეკების ბეჭდვას, ხოლო კავშირის აღდგენისთანავე მონაცემები სინქრონიზდება სერვერზე. ვინაიდან სისტემა დაფუძნებულია Cloud ტექნოლოგიაზე, ბიზნესის მფლობელს შეუძლია მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან, დისტანციურად ადევნოს თვალი გაყიდვებსა და ფინანსურ ნაკადებს, რაც უზრუნველყოფს სრულ კონტროლს ყველაზე დატვირთულ პერიოდშიც კი.

(R)

ლევან ლორთქიფანიძე - ნისლი გაფანტულია - „ქართული ოცნების“ საგარეო და საშინაო პოლიტიკა სულ უფრო ცხადი და განსაზღვრული ხდება, ივანიშვილი საზოგადოებას უზარმაზარი მორალური კომპრომისისთვის ამზადებს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.08.2026
პაშა ბანკს საქართველოში ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს
რატომ გახდა კრაფთ ჩანთები ასეთი პოპულარული და როგორ ამარტივებს ის ბრენდების ყოველდღიურობას?
ულტრათანამედროვე რადიოფარმაცევტული საწარმოს მშენებლობა ფინალურ ეტაპზე გადავიდა