ანდრეი სიბიგა - პუტინმა უნდა გაიგოს, რომ უფრო მეტი უკრაინელის დახოცვა რუსეთის პოზიციას არც ბრძოლის ველზე გააუმჯობესებს და არც მოლაპარაკებების მაგიდასთან - ეს მხოლოდ გაზრდის ფასს, რომელსაც რუსეთი ამ ომისთვის გადაიხდის

რუსეთი, იმის გამო, რომ ბრძოლის ველზე მიზნის მიღწევა არ შეუძლია, უკრაინაში რაკეტებით, დრონებითა და ბომბებით თავდასხმებს ამძაფრებს, რაც ჩვენს ქალაქებში მეტ სიკვდილს და ნგრევას იწვევს, - ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანდრეი სიბიგა სოციალურ ქსელში წერს.

მისი განცხადებით, გაერო-ს ადამიანის უფლებების უმაღლესი კომისრის ოფისის უახლეს ანგარიშს მსოფლიოს სრული ყურადღება უნდა მიექცეს.

„მხოლოდ ივლისში რუსეთმა უკრაინაში მინიმუმ 437 მშვიდობიანი მოქალაქე მოკლა და 2 610 დაჭრა - ეს 2022 წლის მაისის შემდეგ ყველაზე მაღალი ყოველთვიური მაჩვენებელია. 17 ბავშვი დაიღუპა და 166 დაშავდა, რაც 2022 წლის აპრილის შემდეგ ბავშვებში მსხვერპლის ყველაზე მაღალი ყოველთვიური მაჩვენებელია“, - წერს სიბიგა.

მისი თქმით, მოქალაქეების სიკვდილიანობის ამ მზარდი მაჩვენებლის უკან ერთი სახელი დგას: რუსეთი.

„ივლისში მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლის 38%-ი მხოლოდ შორ მანძილზე მოქმედმა იარაღმა გამოიწვია. ეს არის განზრახ ტერორის ნიმუში, რომელიც უნდა აღირიცხოს, გამოიძიონ და პასუხისმგებლობის დაკისრება მოხდეს. ყველა რუსმა სამხედრო მეთაურმა და თანამდებობის პირმა, ვინც ამ თავდასხმებზეა პასუხისმგებელი, უნდა იცოდეს, რომ მტკიცებულებები გროვდება და სამართალი აღსრულდება“, - აცხადებს სიბიგა.

მისი თქმით, მშვიდობიანი მოქალაქეების დაღუპვას და დაჭრას მხოლოდ შეშფოთების გამოხატვა არ უნდა მოჰყვეს.

„ამას გადაწყვეტილებები უნდა მოჰყვეს: სანქციები, რომელიც რეალურ ზიანს გამოიწვევს, საჰაერო თავდაცვა, რომელიც სიცოცხლეს გადაარჩენს, ზეწოლა, რომელიც მოსკოვს გათვლების შეცვლას აიძულებს და პასუხისმგებლობის დაკისრება, რომელსაც რუსეთი თავს ვერ დააღწევს. პუტინმა უნდა გაიგოს, რომ უფრო მეტი უკრაინელის დახოცვა რუსეთის პოზიციას არც ბრძოლის ველზე გააუმჯობესებს და არც მოლაპარაკებების მაგიდასთან. ეს მხოლოდ გაზრდის იმ ფასს, რომელსაც რუსეთი ამ ომისთვის გადაიხდის“, - წერს სიბიგა.

ლევან ლორთქიფანიძე - ნისლი გაფანტულია - „ქართული ოცნების“ საგარეო და საშინაო პოლიტიკა სულ უფრო ცხადი და განსაზღვრული ხდება, ივანიშვილი საზოგადოებას უზარმაზარი მორალური კომპრომისისთვის ამზადებს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.08.2026
პაშა ბანკს საქართველოში ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს
რატომ გახდა კრაფთ ჩანთები ასეთი პოპულარული და როგორ ამარტივებს ის ბრენდების ყოველდღიურობას?
ულტრათანამედროვე რადიოფარმაცევტული საწარმოს მშენებლობა ფინალურ ეტაპზე გადავიდა