დონალდ ტრამპის განცხადებით, აშშ ომანს დაბომბავს, თუ ის აშშ-ირანის მოლაპარაკებებს ხელს შეუშლის

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, შეერთებული შტატები თავს დაესხმება ომანს, თუ ის აშშ-ირანის მოლაპარაკებებს ხელს შეუშლის.

„თუ ომანი გზაზე გადაგვეღობება, ჩვენ მას გადავბომბავთ“, - განაცხადა ტრამპმა.

აშშ-სა და ირანს შორის სამშვიდობო მოლაპარაკებებისთვის 60-დღიანი ვადა, რომელიც ივნისში შეთანხმდა, დღეს დასრულდა და ომის დასრულების კონკრეტული გეგმა, ჯერჯერობით, არ გამოცხადებულა. ირანმა დღეს განაცხადა, რომ ჰორმუზის სრუტესთან დაკავშირებით ომანთან მოლაპარაკებები რთულია, მაგრამ გრძელდება.

ტრამპმა ასევე დაადასტურა, რომ მისმა ადმინისტრაციამ პირდაპირი კავშირი დაამყარა ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსთან, მაგრამ აღნიშნა, რომ შეთანხმების მიღწევას არ ჩქარობს.

„ისინი პოკერის კარგი მოთამაშეები არიან, მაგრამ კვდებიან. მე არ მაქვს დროის გრაფიკი. არ ვჩქარობ“, - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს
„ვისოლმა“ დუშეთში „ვიგოს“ ავტოგასამართი სადგური გახსნა
PSP საქართველოში 2026 მონაცემებითაც სააფთიაქო ბაზრის ლიდერია