არსებული ინფორმაციით, სიღნაღის მუნიციპალიტეტში ავტომობილი ტროტუარზე მყოფ ოთხ ადამიანს დაეჯახა, რის შედეგად, ერთი პირი ადგილზე დაიღუპა

სიღნაღის მუნიციპალიტეტში ავარიას ახალგაზრდა კაცი ემსხვერპლა. შემთხვევა სოფელ ტიბაანში მოხდა. როგორც მოსახლეობა აცხადებს, მაღალი სიჩქარით მოძრავი მსუბუქი ავტომობილი ოთხ ადამიანს იმ დროს შეეჯახა, როცა ისინი ტროტუარზე იდგნენ. ერთი ადამიანი ადგილზე გარდაიცვალა, სამი კი დაშავდა.

დაშავებულებიდან ორი წნორის „არქიმედეს“ კლინიკაშია მოთავსებული.

ფაქტზე გამოძიება სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევის მუხლით მიმდინარეობს

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს