ლევან სამუშია - ქვეყანაში არის უმძიმესი მაფიოზური მმართველობა, ღარიბაშვილის გამოქვეყნებული წერილით ამის შესახებ კიდევ ერთხელ დასტურდება

ქვეყანაში არის უმძიმესი მაფიოზური მმართველობა, ღარიბაშვილის გამოქვეყნებული წერილით კიდევ ერთხელ დასტურდება ამის შესახებ, სადაც ყოფილი პრემიერ-მინისტრი საუბრობს ღიად მისი ოჯახის შესახებ შესაძლო მუქარებთან დაკავშირებით, - ამის შესახებ „ლელო - ძლიერი საქართველოს“ წევრმა ლევან სამუშიამ საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებასთან დაკავშირებით განაცხადა.

სამუშიას შეფასებით, ქვეყანაში ღიად მაფიოზური მმართველობაა, რომელიც ქვეყანას მიაქანებს კორუფციულ ჭაობში.

„ეს კორუფციული ჭაობი და მაფიოზური მმართველობა ქვეყანაში შექმნა ბიძინა ივანიშვილმა. ჩვენ ვხედავთ, რომ ღარიბაშვილი იყო ბიძინა ივანიშვილის უახლოესი პიროვნება, მაგრამ ვინც კი ამ კორუფციულ მორევში, კორუფციულ მმართველობაში და მაფიოზურ მმართველობაში არის ჩართული, სისტემა, რომელიც შექმნილია, არავის არ ინდობს. ცალსახაა, რომ ღარიბაშვილი საუბრობს მისი ოჯახის მიმართ შესაძლო სავარაუდო მუქარაზე, რაც არის ცალკე ყურადღების საკითხი და ბუნებრივია, გამოძიების დაწყების საგანი თუ სამართლებრივად შევხედავთ“.- განაცხადა სამუშიამ.

ცნობისთვის, ირაკლი ღარიბაშვილმა განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნა, რომ მისი და მისი ოჯახის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობა ბიძინა ივანიშვილსა და მთელ ხელისუფლებას ეკისრება.

„„ეს წერილი გამომიგზავნეს ბიძინა ივანიშვილის დავალებით. მე ყველაფერი ვცადე და გავაკეთე, რომ ეს ნაბიჯი არ გადამედგა, სამწუხაროდ, სხვა გზა არ დამიტოვეს, რომ წინ არ აღვუდგე ამ ღირსების შემლახავ ბოროტებას! ამ დაუნდობელ სისასტიკეს, ჩაგვრას/უსამართლობას, ჩემი და ჩემი ოჯახის განადგურების ბინძურ გეგმას! ხვალ გავავრცელებ ვრცელ წერილს და საზოგადოებას ვეტყვი ჩემს სიმართლეს! დღეიდან, ჩემი და ჩემი ოჯახის უსაფრთხოებაზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება ბიძინა ივანიშვილს და მთელ ხელისუფლებას!“ - აღნიშნულია ირაკლი ღარიბაშვილის წერილში.

ამასთან, ირაკლი ღარიბაშვილი იმ წერილსაც ავრცელებს, რომელსაც ეხმაურება.

"დიტო ჩუბინიძისნაირმა, ირმა ინაშვილისნაირმა „მხარდამჭერებმა“ და სოციალურ ქსელებში დაორგანიზებულმა კამპანიებმა ძალიან სერიოზული ეჭვები გააჩინეს და მაგრად დაგვაზიანეს. ძალიან ინტენსიური მუშაობა მიდის რამდენიმე საქმეზე, რომლების სავარაუდო შედეგები იქნება კორუფციის ბრალდებები. ამიტომ არსებობს ჩვენი მოქმედების ორი ვარიანტი: 1. ვიდავოთ სერიოზულად და ბოლომდე მივაწვეთ. 2. (მეორე ვარიანტი თვითონ შემოგვთავაზეს, როგორც კომპრომისული გამოსავალი) - ვაღიაროთ (ჩვენ თავზე ავიღოთ) ერთი რომელიმე საქმე, სადაც შეთანხმებით მოხდება ყველაფერი, აღიარებაც, მოწმეების მხრიდან ხელის დადებაც და ა.შ. ამ შემთხვევაში გვთავაზობენ საპროცესო შეთანხმებას იგივე 5 წლიანი ვადით, ანუ როგორც მიხსნიან, სასჯელები ერთმანეთს შთანთქავენ და ისევ 5 წელი დარჩება. გამოსვლის შემდეგ არ უნდა გავეკარო პოლიტიკას და თუ „გადაგდებას გადაწყვეტ“, კორუფციული ბრალდება, რომელიც ნაღიარები გექნება, იქნება დაზღვევის მექანიზმი, რომ პოლიტიკაში დაბრუნება არ იფიქრო“,-ნათქვამია წერილში.

ლევან ლორთქიფანიძე - ნისლი გაფანტულია - „ქართული ოცნების“ საგარეო და საშინაო პოლიტიკა სულ უფრო ცხადი და განსაზღვრული ხდება, ივანიშვილი საზოგადოებას უზარმაზარი მორალური კომპრომისისთვის ამზადებს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.08.2026
პაშა ბანკს საქართველოში ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს
რატომ გახდა კრაფთ ჩანთები ასეთი პოპულარული და როგორ ამარტივებს ის ბრენდების ყოველდღიურობას?
ულტრათანამედროვე რადიოფარმაცევტული საწარმოს მშენებლობა ფინალურ ეტაპზე გადავიდა