ჯარედ კუშნერი იერუსალიმში ბენიამინ ნეთანიაჰუს შეხვდა

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი ჯარედ კუშნერი იერუსალიმში, ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს შეხვდა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, კუშნერმა ნეთანიაჰუსთან ღაზას სამშვიდობო გეგმის განხორციელების საკითხი განიხილა, რომლის ფარგლებშიც „ჰამასის“ განიარაღება უნდა მოხდეს.

კუშნერსა და ნეთანიაჰუს შორის შეხვედრას „მშვიდობის საბჭოს“ წარმომადგენლები ნიკოლაი მლადენოვი და ტონი ბლერი ესწრებოდნენ.

როგორც ცნობილია, ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ გასულ კვირას აშშ-ის მიერ მხარდაჭერილი ღაზას სამშვიდობო გეგმის 15-პუნქტიანი გეგმა საჯაროდ უარყო.

ნეთანიაჰუს განცხადებით, ისრაელი ღაზას სექტორიდან ჯარებს იქამდე არ გაიყვანს, ვიდრე „ჰამასი“ ნამდვილად არ განიარაღდება.

ცნობისთვის, დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი ჯარედ კუშნერი გუშინ ეგვიპტეში, „ჰამასის“ ახალ ლიდერს ხალილ ალ-ჰაიას შეხვდა. გავრცელებული ინფორმაციით, კუშნერმა შეხვედრაზე „ჰამასის“ განიარაღების, ღაზადან ისრაელის ჯარების გაყვანისა და ჰუმანიტარული საკითხები განიხილა.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს
„ვისოლმა“ დუშეთში „ვიგოს“ ავტოგასამართი სადგური გახსნა
PSP საქართველოში 2026 მონაცემებითაც სააფთიაქო ბაზრის ლიდერია