გიგა ავალიანის საქმეზე დაკავებული გიორგი მალანიას ადვოკატი - არ არსებობს არცერთი მტკიცებულება, რომელიც წარდგენილ ბრალს გონივრული ეჭვს მიღმა სტანდარტით დაამტკიცებს

არ არსებობს არცერთი პირდაპირი და ირიბი მტკიცებულება, რომელიც ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის მიმართ წარდგენილ ბრალს გონივრული ეჭვს მიღმა სტანდარტით დაამტკიცებს და დაადასტურებს , - ამის შესახებ მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის საქმეზე, ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებაში დახმარების ფაქტზე ბრალდებული, შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის მოადგილის შვილის, გიორგი მალანიას ადვოკატმა, ლაშა ცუცქირიძემ სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

ცუცქირიძის თქმით, თუ სასამართლო ობიექტურად და სამართლიანად განიხილავს საქმეს, მალანიას მიმართ აუცილებლად დადგება გამამართლებელი განაჩენი.

“დღეს გაიხსნა საქმის არსებითი განხილვის ეტაპი. მხარეებმა წარვადგინეთ ჩვენი შესავალი სიტყვები - ბუნებრივია, იმ მასალებსა და ფაქტებზე დაყრდნობით, რომ არ არსებობს არცერთი პირდაპირი და ირიბი მტკიცებულება, რომელიც ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის მიმართ წარდგენილ ბრალს გონივრული ეჭვს მიღმა სტანდარტით დაამტკიცებს და დაადასტურებს. მიგვაჩნია, რომ საქმის არსებითი განხილვის დასასრულს მოსამართლემ უნდა გამოიტანოს ერთადერთი სამართლიანი და ობიექტური გადაწყვეტილება ჩვენი ხედვით. რა თქმა უნდა, ეს იქნება სრულად გამამართლებელი განაჩენი და თუ სასამართლო ობიექტურად, სამართლიანად განიხილავს აღნიშნული სისხლის სამართლის საქმეს, გ.მ.-ის მიმართ აუცილებლად დადგება გამამართლებელი განაჩენი”, - განაცხადა ადვოკატმა.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს
„ვისოლმა“ დუშეთში „ვიგოს“ ავტოგასამართი სადგური გახსნა
PSP საქართველოში 2026 მონაცემებითაც სააფთიაქო ბაზრის ლიდერია